Posts

Showing posts from September, 2020

თამარელა წოწორია - ,,ადამიანებს ვერ გავექეცი" - ნატა ვარადას საფიქრეთი

Image
  თითქოს ერთი გაბმული მელოდიაა. პოეტის შემოკლებული გვარი, ლამის ფსევდონიმად ქცეული - ვარადა,  ჩერქეზულად თურმე სიმღერას ნიშნავს. სამეგრელოსა და აფხაზეთში (ნაწილობრივ რაჭაშიც) გავრცელებული მისამღერი „სივარადა“, ითარგმნება - „ჩემი სიმღერა“, „სივარადა ვარადა“ კი როგორც - „სიმღერავ, ჩემო სიმღერავ“.ნატა ვარადა ადამიანზე მოფიქრალი პოეტიადა  ყოველი ლექსის სტრიქონი ადამიანს მიემართება.   მის ლექსებში დევს პოეტის კრედო: ადამიანებს ვერ გავექეციო! ნატა ვარადას პოეტური შემოქმედება „სიშორის არსიდან“ ადამიანებამდე მოტანილი, ერთი ამოსუნთქვით ამონამღერის ასოციაციას ქმნის, რომელიც მოსმენას, ხმაზე ხმის დადებასა და გულის ხმის მიყოლას იმსახურებს.  ნატა ვარადას მიმართავს მკითხვლსა: „ანუ მამრავლებ?! მითხარი: მე ვარ შენთან მოლაპარაკე“ დიახ, უნდა ვამრავლოთ პოეტური ესკიზებით შეფაქიზებული მისი ნაფიქრ-ნამუშაკევი, მკითხველის გულამდე უნდა მივაცილოთ ეს მეოთხე  კრებული - „გამრავლების ტაბულა“, რომელიც ალ. ორბელიანის საზოგადოებამ და ჟურნალმა „ჩვენმა მწერლობამ“ 2017 წელს გამოსცა.  რედაქტორი გახლავთ როსტომ ჩხეიძე, მხატვ