Posts

Showing posts from 2024

იემენი. მერცხლები

Image
თბილისში ნუში აყვავდა, ახლა მთაწმინდას წაეკიდა ცეცხლი უეცრად, წითელი ზღვის მეკობრეების შიში მითხარი, რამ გაგიჩინა?! გავარვარებულ ცაზე ჩნდება ნამდვილი ბოლი, ეს მზის ჩასვლაა საღამოობით. შაჰიდის ქალებს შენ თვალებში უყურებ მხოლოდ იმიტომ, რომ ამოიცნო ქამარს რამდენი ხელნაკეთი ბომბი ამშვენებს. სანაში ცხელა გაუსაძლისად, ალბათ საღამო მოსაწყენია, ვერც მოსაწევი შველის შენს დარდებს, რომ ვერ ბრუნდები ამერიკის სანაპიროზე, გესიზმრება ფილადელფია. შავი ზღვისკენაც არ მოძრაობს არცერთი გემი. -გადამარჩინე, მუხლზე დგახარ, სპეციალური დავალებით დატყვევებული - გაზაფხულია და თბილისში აყვავდა ნუში, ხანძარი ახლა მთაწმინდისკენ მიიწევს ცეკვით. მე შენ გასწავლი გზას, რომელიც დავიმახსოვრე, სპარსეთის ავი ყურეებიდან რითიც ბევრჯერ გამოვაღწიე, იქ, სადაც ვიცი იზამთრებენ ჩვენი სახლის შავი მერცხლები. მათ ისიც ახსოვთ, ახლა დროა შინ დაბრუნების, გამოყვებიან გემებს, აქეთკენ, აღმოსავლეთის ლეღვივით მდნარ სიცხეებს რომ გამოეპარონ, მათ მეკობრეთა შიში არ აქვთ, შენ შეგიძლია ჩვენ მერცხალსაც გამოაყოლო, - გადამარჩინე.

წმინდა თვის სული - (ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“)

მიხეილ ჯავახიშვილის წაკითხვა რომ შეძლო, ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ წაკითხული უნდა გქონდეს. ვასილ ბარნოვის გადაკითხვას თუ გადაწყვეტ ოთარ ჩხეიძე წაიკითხე.  ოთარ ჩხეიძის 24 რომანიდან  „ ბორიაყი “ 1974 წელს გამოქვეყნდა . არის ასეთი საკულტო ნაწარმოებები და მწერლებიც არიან ასეთები. ერის მთავარ გენეტიკურ კოდსა და სხვა, სულიერ კონსტიტუციას რომ განასახიერებენ სიტყვაში. არის ასეთი მწერალი ოთარ ჩხეიძე, რომელიც დროისადმი უშიშრობით გამორჩეული კალამი ჰქონდა, მისი 24 რომანიდან „ბორიაყს“ სხვა ნიშიც აქვს და რაღაც კიდევ სხვა, დიდისა და დიადის, მთავარისა და უმთავრესის, წმინდასა და ტკივილიანი ცოდვისგან გასხვავებული. მატარებელი თუ უფრო კია მზიდავი, განზოგადოებული ქართველი ერისა და კაცისა სულიერი საუნჯისა. აი, როგორ ამოუყივლია ილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანს, მიხეილ ჯავახიშვილის გივი შადურისა თუ ვასილ ბარნოვის რომანების სხვადასხვა სულების უკვდავ არსს  „ბორიაყში“. აბა, როგორო?! ჯერ მოდი ისიც ვთქვათ, რომ არის ფილმი „ნატვრის ხე“, რომელმაც თაობები მორალურად გამოაცოცხლა, გიორგი ლეონიძის მსუყე სიტყვამ ფილმში იხარა .

წერილები ოდისევსს

Image
  პოეტური კრებული, მეექვსე წიგნი ნატა  ვარადა  -  წერილები ოდისევსს