Posts

Showing posts from 2018

გაუგზავნელი წერილებიდან, ოცდახუთსა - https://www.youtube.com/watch?v=B6zG8c9Zan4

https://www.youtube.com/watch?v=G4FVWbkG0PU გავივლი, გამოვივლი და მხოლოდ შენ მრჩები იესო, ქუჩას რომ შემორჩა ობოლი ბავშვივით უსახლკარო. ახალი წელი კარს მომადგა, არის მოურთავი ნაძვის ხე, ახლა როცა მძინავს, ის ჩემ გვერდით დგას და წიწვის და ნაძვის გირჩების და კედრის სუნია ჩემსავ ღვიძილში. შენ დამესიზმრე: თავს მედექი, და ცისფერი თვალების შუქით სამოთხისკენ მექაჩებოდი. იცი, ანჩისხატში რომ დავიწყე სიარული, რამენაირად გადაგჩვეოდი - იქ კართან იწვა ტანდაბალი, პატარა ბიჭი, და მის თვალების ცისფერ შუქში ვხედავდი ამ გზას. შენ შუადღეში გაიარე, მე დილას ვყავდი, ტკივილებს გავცვლით - კაცივით მინდა გტკიოდეს ან სისხლი გდიოდეს, და ღმერთივით არ ითმენდე ამდენ სათხოვარს. დაბრუნებამდე ისევ შორია, შენ ყველა ხიდი ბოლომდე დაწვი. მე მდინარეებს და ხეობებს, ნისლით გაბერილთ თევზების სუნით სატყუარებით გადმოვივლი და მოვალ მაინც... მინდა დაგიხსნა.. სიჩუმისგან ან ჩემიდან, ან თოკიდან, ან არაფრისგან. გამოხრულ წლების, წელიწადების ზვინები ვკონე, ყველა ლაზარე ფეხზე დადგება, ასე ვიწამე,

სმიტების ოჯახი ამერიკაში ბრუნდება - The Smiths return to America

მთარგმნელი ინგლისურად ნინო სტრონი Translated into English by Nino Straughn  სმიტების ოჯახი ამერიკაში ბრუნდება ჩვენ მოვკალით ამერიკელების ოჯახი დედა , მამა და შვილი - ჰოლივუდის რეჟისორებს დავუჯერეთ , ფილმის კანონები დავიცავით - ავედევნეთ სანადირო თოფით სმიტებს , ხეობაში , ჩანჩქერთან კი ცოტა გავერთეთ . ამერიკულ მძაფრსიუჟეტიანებს კი არა , ბლობმასტერებს არ დავჯერდით და საშინელებათა ჟანრი მოვიშველიეთ . მიჯრით , უტიფრად , დაუნდობლად . ბიჭუნა მხოლოდ შიშისთვის მოვკალით , დედა კი გავაუპატიურეთ , ხოლო მამას ზურგში ვესროლეთ და გავაშიშვლეთ . რა იყო ჩვენთვის ამერიკა , უიტმენი თუ კუპერი , მე -16 საუკუნემდ ერომ რუკაზე არ ჩანდა , საუკეთესო ჯინსისა და თავისუფლების ალაგი , სექსისა და ნარკოტიკის ?! არა , არც ერთი , ბიძია თომას ქოხი იყო ჩვენი ამერიკა , ზანგი , საწყალი მოხუცი . ფოლკნერის სასტიკი სამხრეთი - კენდეისის ხეების სუნი . ამერიკამ გარყვნა ჩვენი ახალგაზრდობა , ამერიკა ეკ