Posts

Showing posts from May, 2010

ავთენტურია

Image
ამინდი იცვლება, მდინარეც მოდიდდა. აცივდა. რუკა აქვთ გაშლილი მოგზაურთ; ვიშ, დედი, ვიშ, ქა. - პასკა, პასკა ცხვი. ქალაქი დაფარა ღრუბლების, გაფანტულ ფარას ჰგავს. ვიშ დედი, ვიშ ქა. ცად. - პასკა, პასკა ცხვი. ბარაბა, ბარაბამ, ბარაბაას - ბრბო ჭექს და.. ბიჭები სამჭედლოს ქურასთან კაცებს ახალ ამბებს აცნობენ: მამილოო, უცნობი ცისთვალას ჭრილობთა ნაკვალევს გავყევით მალულად, ბილიკებს. ნაპირებს. ტროტუარს სისხლი ყვავილებად დაემჩნა. მჭედლების, ლურსმნებს რომ სჭედავენ - ხელები ჰაერში შეშდება. ალი ლუ ია - ცისთვალა, ცისთვალა, ცისთვალა, საათი ექვსია. დედაოო. ვიშ დედი, ვიშ ქაა. - უბრალოს თვალი მოვკარით. მითხარით - პასკა, პასკა ცხვი. შვილი დავკარგე ქალებო, აქეთ არ ჩამოუვლია?! გამო-ცხვა.
Image
მარტივი რიცხვების შესახებ კონდაკი. ხმა 2: “ამისთვისაცა მწარისა სიკუდილისაგან ქალი იხსენით წმინდანო” ლოცვა ოჯახის კეთილდღეობისთვის წმინდა მოწამე გური, სამონ და აბიბო სხვა ტროპარი: თვალი ამეხილა ბაგე ამეხსნა ყური გამეხვნა ნეტავ, რა ვცოდე, უფალო. აი, ასე ჯდომა შენ მასწავლე. მაგიდას იდაყვჩამოყრდნობილი, მუჭში მოქცეული ხუთივე თითი ტუჩებთან მაქვს მიტანილი და თვალებით კი სივრცეში მივქრი, გამახსენდი, თითქოს სარკეში ჩამეხედა უეცრად - თვალი მოვკარი - შენს თუ ჩემსავე ანარეკლს - ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. როგორ ვემსგავსე გასულ საყვარელს, ჩემგან გასულს. როგორც მესისხლეს. ბუგტარ-ბუგტარ, ბუგტარ მე. ამ წამში ოთხი სეზონი ჩადგა. ერთი წამწამის გაწვდენაზე გაზაფხულმა წამოთოვა და თითქოს მესიზმრე, მერ ეუეცრად ათასმა ფერმა იხუვლა და გადამეპენტა თავზე სექტემბერი,ბერი ასხელა. ზამთარი იდგა ბინდის გათეთრებამდე, სანამ თავი არ ჩავხარე, მანამდე არ დადგა გვალვა. აბელ კამელ კუმანე ინკლი ბინკლი კრამაციკლი ვიშლასძე მივხდი რომ ვიღაც გვაერთებდა უხილავ ხელით. აღარასოდეს ვეღირსებოდით ერთამანეთს, ერთმანეთის თავსასთუმალებს. ვიღ

მღვიმევის ჰიმნი

Image
შვიდიდან თორმეტამდე გასასვლელ-შემოსასვლელის ოთხივე კარი ჩემი საშოსი იღება და იხურება ერთდროულად ათი ათასი მოქალაქისთვის ერთობლივად, რათა, ერთობის ძალამ მოხნას აღმართები და დაღმართები ექსკალატორის. მოლარე ქალები და პოლიციელი დაცვის ბიჭები, გუგუნებთ, მღერით, ერთ ხმაში ჰიმნებს, საგალობლებს, საკმეველსაც გააფრქვევენ ჰაერის გამწმენდი ვენტილატორები, რომ თქვენ შეიძინოთ და მემრე და მემრე ჩაუშვათ ჩემი მდგრადი კრინის ასოებში ჟეტონები და აწითლებულ და აწკრიალებულ და გათეთრებულ ფერთა შეხამებით და ხმით, ჩაგაწყოთ მიჯრით. ხელი მოკიდეთ ექსკალატორის სახელურს და არ გაინძრეთ, არ ჩამოჯდეთ, არ დაუსტვინოთ. ციგით, სათხილამურო ნივთებით, საბავშვო ეტლით, საშინაო ფრინველ-ცხოველით გადაყვანა ორმაგ ფასში - სახელმწიფოს უჭირს - გაიღე. შარდის სუნი და სარეკლამო აბრები - შენ დილის ბურუსიდან, გარეუბნის აშმორებული კორპუსიდან გამომძვრალო, ერთჯერადო, ამფიბიავ, რომელიც ჩამოძვრები მიწის წიაღში და ჩემს მღვიმევში ადგამ ნაბიჯებს, გაიხსენე, თუ ამოხვედი რუსთაველზე, ანძა გიღიმის, გიციმციმებს: რა ლამაზია ჩვენი ქალაქი. თავისუფლება ირჩ

შეშლამდე!

Image
ღმერთივით შემიძლია მიყვარდე- არ მყავდე! მარილად გაბნევდე დაღმართზე, ხეთა ყოველ რხევაზე დაგხედავდე - მოდიდდეს, მოვარდეს მდინარე, ცრემლებით დაგალბო, გაღვივდე - ღმერთივით შემიძლია მიყვარდე - სხვას ჰყავდე! მე ორი ფიცარიც მეყოფა უშენოდ, ჯვარს ცმაა, თევზები აცმული სხმარტალა ტბის თავზე მზის ჩასვლა განდევნის ჯერია - ამჯერად. ღმერთივით შემიძლია მიყვარდე -შეშლამდე!

ჯვრის დასაწერებელთა კანონი

Image
ტროპარი, ხმა 2: განა არ უნდა მეთქვა შენთვის, უფალო, მაისის თორმეტში, როგორ გამომიგზავნე მეცამეტე მოციქული, რომელსაც სიმაღლით შევიცნობდი მერე რა, რომ ფრთები დედის მუცელში დარჩა - ისე ჩქარობდა. რომ, მე ამას მაშინვე მივხვდი, რომ, შენი ხელი ერია ყველაფერში, რომ, დედაომ გითხრა ჩემზე, რომ, მეტროს რვავე გაჩერებაზე მე ვკითხულობდი მის ხუთგზის ქებას, ხუთგზის ტკივილის და შენც აღიღე ხელი ჩემზედ, გამომიგზავნე ქერუბივით ჭაბუკი რომ, მას აემართა თავისი მანქანა - ფლოქვებდანალული შავი ცხენი, წამოვსულიყავით, მტკვრითა და არაგვით და შემოვსულიყავი ნინოსავით გაშლილი თმით, ჯვრით მაჯებზე. რომ გვენახა, ანდრია პირველწოდებულის დღეს სასწაულზე, როგორ გროვდებოდნენ ათასნი ტურისტნი და მოგზაურნი, უცხონი და მოგვთა მსგავსნი, ფოტოაპარატებით და კამერებით მხარ და ხელ დათტვირთულნი და არავის არ ჰყავდა ხელში ატატებული არც უშობელი, არც აკვანი, არც წითელბიბილოიანი მამალი, არც სანთლები თავიაანთი ჩვილის ტოლად ჩამოქნილი წინაღამეს. შესაქმეს კი არა, გამოცხადებას ჰგავდა ის დღე. ჯვარიდან სხვანაირი მოჩანდა, უფალო, ჩემი სამშობლო, ორმდინა

საბოლოო გახდა

Image
M-სა შენ თქვი რომ ბოლო ამბისა უფრო მეტად და უფრო რე ვიდრე, ვიდრე რა?! რას ადარებენ ხოლმე ასეთ დროს გრძნობას, რომელიც დაუბადებელ ემბრიონივით გზაშია და არავინ იცის საიდან მოდის. ჩვენ სადღა ვართ მაშინ, ჩვენ, რომლებიც, დიდი ხანია აღარა ვართ ამქვეყანაზე?! ეს კითხვები, შენ ამოხსენი, პრეამბუალად გარს შემომაკარ სარტყელივით წელზე და როგორც ეკვატორზე გადმომსერე - მე გელი, გელი, როგორც, როგორც სერზე მიდის სამი მგელი, ჰორიზონტზე აფრიკის ველის ბებერი ლომი ელოდება თავის მსხვერპლს ანაც ასე უბრალოდ, როგორც გოგოს ბიჭი მეტროსთან. ელის.

ივნლისი

Image
M- მდე – ჰარდთუთია (რკინა-თუთიის შენადნობი)- მე ხომ თვალებაკრული მომიყვანეს შენამდე შენ კი შეხსენი ერთი მტკაველი. ჩემგან ზურგს უკან მდგარმა, ხელიც კი მომკიდე ორ ამოზრდილ კუზზე - ნააფრთალი. - მადნები - წამჩურჩულე აღარსად მყოფს. მომწვდა შენი ენა. ლითონივით ცივი და გამტარი. დამინაცრე ყველა ზრახვა, შავი ლითონივით გადამაცალე ლიბრი, რომელიც დავიკარი. გადამიყვანე შენს ახლად ამოყვანილ გადაშლილ მარჯვენა მხარზე - გადამაწვინე. ნახშირწყალბადები ციკლურად შემოდიან. ორმაგნი ვართ- არადა, თვალებახვეული მომიყვანეს შენამდე და სანამ თეთრ ტილოს ჩამომხსნიდი, როგორ მჯეროდა რომ უსინათლო, გუგა გაწყალებული ვიყავი. არადამახასითებელი წესით, მაგრამ, ხომ მაინც დღეს უკვე გხედავ. ეს მერამდენე კარია იხსნება და გავდივართ და გავდივართ, მჯერა აღარასოდეს გაგეშვება ხელი, როგორც მაშინ, არასოდეს. ესეც საბოლოო გახდა.

Hymns of Suicide (თვითმკვლელთა გალობა)

Image
Hymns of Suicide თარგმანი ანი კოპალიანისა Soon, soon the flesh The grave cave ate will be At home on me And I a smiling woman. I am only thirty. And like the cat I have nine times to die. (Sylvia Plath) Hey, Ted! It’s me, your little Wild swan. A leper. I’m so elsewhere and so separately And so nobody comes closer. Nearby My words fall and pull apart Into thousand pieces. Yes, nobody answers me, Yes, nobody corrects my signs Of punctuation, signs of life that I could follow them, Clutch them, get my feet on the ground. Hey, Ted! It’s me. My voice is as gentle as a kitten’s whimper Can’t you hear me, jumped up In this daybreak from my chilling bed I walk around absently. I don’t ask To help to those frozen landscapes A melted hostility comes up And everybody avoids me: A starving dog Propped into a dustbin A bearded man-clock, male vampire That gathers second-hand tampaxes. And the river torrents bring the sounds of the strange people, that once entrusted the streams and were covered by

Aly (...ალი) ფრანგულად

Image
Ali ომარ თურმანაულის თარგმანი Tu dors et tu rêve Que je suis vraiment morte (Mezem) A cette époque je couchais avec une vipère Je passais des nuits blanches avec l'iguane ailé Maintenant que tout est parti dans le néant Voilà comment je chante : "J'ai longtemps tranché l'intranchable Aveuglée, j'ai franchi une porte J'ai franchi la limite infranchissable Et je suis morte... je suis morte" Emmène moi dans d'autres jours, ailleurs, Emmène moi si tu veux dans nulle part Fais pour moi de ta chair, de ton sang Une refuge, une cachette, un rempart Donne à la mère des ogres géants Pain de mie couvert de cendre Et puis fais moi entendre Cette chanson de ta part "Je comptais, je comptais longtemps, Je comptais l'impossible à compter Ainsi je t'ai porté la poisse A toi et à tes rêves... " Je me suis faite ton esclave Et j'ai presque cessé d'exister Mais je me demande, je me demande Si j'existais auparavant... C'est ainsi que von

მზე გადავიდა შენს გამო

Image
მზე ბუნიაობს. მზე შუბის ტარზე. მზე გადატყდა თუ სხივები ხმება. დროს რიტუალის, წამით თვალებში გიწვენ გათანგულს. განდი დამშრალა, ცეცხლი ჩანაცრდა. - მაგრამ ეს ახლა აღარც კი მახსოვს, ჩემი ქმარი დღეს ცოცხალია. ადრე კი, წინათ, ქვრივისთვის სარას ვინ შეკერავდა თეთრსა, საამოს. ეთერზეთებით ტანის განბანვა, ველურ ყაყაჩოს დამათრობელი წვენი უზომოდ. თრობაა ამო. სუნთქვა დაფქვილი ჰაშიშით - სუნი ჯერ კიდევ მახსოვს - სუნელია, ვამატებდი ტკბილ თაფლის ღვეზელს, სახლში რომ გყავდი. ახლა კი, დართულ, უხანოდ წასულ სიყვარულს სწამთ რომ დამავიწყებენ. მაშინ, როდესაც მერქვა ინდი, შენ დაგიქვრივდი. გურუ. - რა საბრალოა - ამბობდა ჩემზე მოხუცი ქალი, სხვა სოფლის მკვიდრი. მე კი ნახევრად გაბანგული, გულში ჩვენს ბუდას, ათასხელიანს, აღუვლენდი ჰიმნებს: წყალობას ამგვარს ველოდით, შენგან, უფალო. მპოხავენ გრილი ნელსაცხებლებით, მიშლიან თმას და ფეხს მიშიშვლებენ, მოხოხავენ ვერ დაგვიშლიან ერთი გაკვრა ერთად აბრიალება ყოფნას ენები ცეცხლის მილოკავენ ყავისფერ სხეულს, გორგონასავით ვიკლაკნები უწმინდური ვიწვები, მაინც.. მხოლოდ შენ გხედავ. მათ რა