შეშლამდე!

ღმერთივით შემიძლია მიყვარდე- არ მყავდე!
მარილად გაბნევდე დაღმართზე,
ხეთა ყოველ რხევაზე დაგხედავდე - მოდიდდეს,
მოვარდეს მდინარე,
ცრემლებით დაგალბო, გაღვივდე -
ღმერთივით შემიძლია მიყვარდე - სხვას ჰყავდე!
მე ორი ფიცარიც მეყოფა უშენოდ,
ჯვარს ცმაა,
თევზები აცმული სხმარტალა ტბის თავზე
მზის ჩასვლა განდევნის ჯერია - ამჯერად.
ღმერთივით შემიძლია მიყვარდე -შეშლამდე!

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო