Posts

Showing posts from February, 2021

ნატა ვარადა ესაუბრება იასუჰირო კოჯიმას

Image
  ნატა ვარადა   ესაუბრება   იასუჰირო   კოჯიმას ტოკიოს საერთაშორისო სწავლებათა უნივერსიტეტის (Tokyo University ofForeign Studies) ლექტორს , ლინგვისტს , იაპონიის საელჩოს ატაშ ე ს , იასუჰირო კოჯიმას     „შოთა“ ქართულ-იაპონურად   უკვე გავაცანით „ელექტროლიტის“ მკითხველს ორი იაპონელი ქართველოლოგი ჰიროტაკე მაედა და ჰაიატე სოტომე, დღეს კი მესამე იაპონელს   იასუჰირო კოჯიმას შეგახვედრებთ.   იასუჰირო კოჯიმა წლების განმავლობაში იაპონიის საელჩოში , ატაშე გახლდათ . პროფესიით ლინგვისტი, ენათმეცნიერია .   კოჯიმა სანმა ტოკიოს უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც კავკასიური ენებით დაინტერესდა. მან კარგად იცის ქართული ენა და მეგრული , ლაზური დიალექტები. იასუჰორომ იაპონურად თარგმნა   ვაჟა ფშაველა , გოდერძი ჩოხელი, ნოდარ დუმბაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ლაშა თაბუკაშვილი . მისი ავტორობით ტოკიოში ტარდება ქართული კინოს ფესტივალი. ჰყავს ქართველი მეუღლე მედეა გოცირიძე-კოჯიმა და ერთი ვაჟიშვილი შოთა.   ვარადა: კოჯიმა სან, მადლობა რომ ასე შეიყვარეთ საქართველო. ჩვენ