Posts

Showing posts from March, 2017

გამეორებები, რეპეტიცია - მინაწერი გიო კილაძე

Gio kilaze ვისაც სურს გაიგოს როდის ვწერ სერიოზულად , წაიკითხოს ეს !!! 13:43 ისა , აბდულმესიით უნდა დავიწყო , მონა მესიისა , ქრისტესი ... ესა .. აღმოსავლეტით და დასავლეთით ... არ მახსოვდა ... მაგრამ პირველი მოგვი რომ გამოჩნდა , სათაურს დავუბრუნდი " გამეორებები , რეპეტიცია " - ნეტა რა უნდა გაიმეორონ , სად დადგან ? ინტრიგააა აქ უკვე ... და სადაც ინტრიგაა , ინტერესი ჩნდება ... ასე მემართება მე და აბა , თქვენი რა ვიცი ?! პირველი მონოლოგი ვრცელია , იცით რით იწყებს , ობოლთა თავშესაფარსი ბრმა მათხოვარმა რო მიიყვანა იქიდან . გუდასტვირს უკრავდა ის მათხოვარი და სულ კუდში დასდევდა თურმე პატარა ბუჭუნა : მუსიკა სულს შვებას ჰგვრიდა და ტკივილებსა და სიმშილს ავიწყებდა ... ბიჭს მუსიკა ტკივილს ავიწყებდა , აი , მე , კი , ერთი გუდასტვირიანი კაცი გამახსენდა ... აი ის , განდევნილ თაგვებს , პატარა ბიჭუნებს გააყოლებს და მას მერე ... კარგით , პიესას დავუბრუნდები , საინტერესო ჩანს და უნდა მივყვე .... ახლა გ

პირიმზისა

სამნი დანი დევთა სახლსა გადაგვმალეს ალქაჯებმა. ჩვენი მამის, საქმროების ბანებს ვნატრობთ განდა-განა. ცას უცნაურ ლაჟვარდისფერს, მხოლოდ შინა შევნატროდით. ბროწეულისფერ  თავსაბურავებით - ციმციმითა, ცისკრის ჟამსა, სამნი დანი ვნარნარობდით. ჩვენთვის მღერდნენ განთიადზე ჩიტნი ხეზე, ჩვენთვის წყალნი წანწკარებდნენ ღელე-ღელე. სამნი დანი, დევის ქვაბსა, მიწისქვეშეთს გაგვასახლეს. სირაჯებს მჟავე ჟანგი სდით, ვულკანის ნაკვერჩხლებს ფეხს ვადგამთ. დემონთა და ყვითელ-კბილებ მოელვარე ჭინკთა დედებს, ჩაკეტილი აქვთ ბოქლომით სალი კლდე და ოკეანე. მხოლოდ სიზმრად დედის კალთას, მამის სუნთქვას მეტრფეს ჰანგებს – ვერც დილა და ვეღარც ღამე, ვერაფერი განგვაშორებს. სამძიმარს პირიმზისას ეპითალამია: - გესმა თუ არა, რა მესმა, საზღვარს არ უჩანს ბოლო, ჩანჩქერი ქარაფს გადაყვა, ჩაიტანს ჩვენსა ამბავსა, შავ ზღვასა ან და ჭოროხს.. მწვერვალს უფატრეს მუცელი, გადმომაპარეს ულაყით, სალი კლდეების უღრანში, დევების ანბანს ვუბნობ. დამსვეს დევქალა დედაბრის, აულაგებელ სადგომსა, ბავშვი ჰგონია თავ