Posts

Showing posts from January, 2011

ტვიფრი

Image
ნინო სადღობელაშვილს „თავშესაფარს“. მცხეთაში, სამეფო ბაღის მცველის სახლში 9 თვიანი ცხოვრების შემდეგ წმ. ნინო გავიდა ქალაქის ზღუდის გარეთ და დაბინავდა ერთ მაყვლის ეკალ–ბარდით შებურულ ადგილას. იქ შექმნა მან ვაზის ნასხლევისაგან ჯვრის გამოსახულება და ფარულად ლოცულობდა სამი წელი და ახდენდა მრავალ კურნებას (დღეს სწორედ იმ მაყვლოვანის ადგილას არის ზემო ეკლესიის, ანუ სამთავროს საკურთხეველი). ამ ხნის განმავლობაში, სასწაულებრივი კურნების ძალის წყალობით, წმინდანმა დაიმოწაფა შვიდი ქალი, რომელთა შორის იყო სიდონიაც, აბიათარ მღვდლის ასული. მასწავენ მე, თუ ვითარ ვმსახურებდე მას სარწმუნოებითა და სიყუარულითა და ღმრთისმოსაობითა პატივსგცემდე შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისა დედაო, უფროსადკურთხეულო მარია! შენთა წმიდათა ლოცუათა შევვედრებთ თავსა ჩემსა ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა ჩემისასა. ამინ. ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი „შეუწველი მაყვალი“ შემოდგომაზე, უჟმური და მოჟამული დღეების, კვირეების და თვეების განმავლობაში, მუხლუხიანი ტრაქტორით ბინდში ბრუნდებოდა ხმაურით და მიწაზე კბილანების კვალს

ეს იცი

Image
ეს დღეებია, პალიასტომის ტბაზე ფრინველების დიდი გადაფრენაა. კრასნოდარის მხარეში ყინვებია, ჩვენთან კი სითბოა და მათ აქეთ გადმოინაცვლეს. კარავი.ჯი ყვითელი ბურთი ჩაქრა /არც კი ვიცი/ ამოვიდა ეს სიზმარი საწოლის რიკულზე?! იქნებ, ის ამბავი, ერთმანეთისთვის მოსაყოლი რომ დაგვრჩა /თუ ზაფხულის ვაშლივით შემოვინახეთ/ ზამთრისთვის ბუხართან ჩამომსხდრებს, მორიგეობით, ორი წითელი მხარე ჩამოგვეთალა და გვეყურებინა ცეცხლის ენებისთვის, გვესმინა თოვლის სიჩუმესთვის. მარტო ვიღვიძებ ან ჯერ კიდევ, ღამის განათებადარჩენილ გარეუბნის მოღრუბლული პროფილის შემხედვარე, რა ამბავია: ან რატომ? რატომ უნდა გამახსენდეს, მაინც და მაინც, ძილის წინ მოსაყოლი, რომ ვერ მოვასწარით, /ერთმანეთისთვის გადაგვეცვალა ერთმანეთში/ და ზამთარში ხეზე შერჩენილ ნაყოფივით, გადამწიფდა - დიდი ხნის წინ დაგივიწყე. აი, ამიტომ, არც კი ვიცი, მქონდა კი შენთვის რამე მოსაყოლი მით უმეტეს ძილის წინ?! და ამიტომაც, ნიჟარაზე მეტად დაკირული მტევნებით, სიბნელეში, ამ დაკირული მტევნებით, ონკანს ვაღებ და წყლის ჭავლს ვატან სიზმარს ამ ღამისას, რომელიც გგავდა. დილის სუსხი

ჭალას

Image
რამდენ რამეს ინახავს ჭალა, ჭალა ზამთრისა. რამდენ შეხვედრას, რამდენ ჩუმ ტირილს. რამდენი კაცის გზაში დარჩენას. ეს ხეებიც, ფითრის, შავ დარდის, უნდო სახლებით გადავსებულნი, ხომ მაინც დგანან, სხვა მოგონების ერთგულ დარაჯად?! კენწეროებში ჩახიდვიათ მწვანეთვალება, მოქვითქვითე გამლღვალ ყინულად. მთვარე ძველი და მთვარე ახალი, დღენაკლული და მუცელგავსილი, ჭალაში დადის ერთი ცალი – აგროვებს შეშლილ მარტო სულებს და ალიონს გათქვეფილ მზედ ზეცას აბარებს. გზა აგრევია, ამ ჭალაში წინაპარო, განა ღმერთი შემოგკვდომია? აბა, ასეთი რა არცოდვისთვის, ვისჯები განა?! ან ბილიკ-ბილიკ, ხან ხეებ-ხეებ, მოიძურწება, თავის დროს ელის. წლევანდელი. სამი ყმაწვილის გულისპირად. ტბას დაემჩნევა. გაზაფხულია პირშეწმენდილი. ტყიდან ჩამოკრეფილ პირველ ყოჩივარდებს ჩამოყვებიან ბავშვის თვალებით. ჩვენ ხურდებად გამოვისყიდით. იესო. შენაც, ჯვარნაცვამი. იქ, ტბის ნაპირას მდგახარ ხალხში. თვალიდან თვალში ცრემლგადარგული. ხევებიც ნისლებჩაყლაპულნი, გამშრალტბის ხახა დაფჩენილი. იესო. შენაც, ჩუმი, ჩუმი. მზის ამოსვლისას, ამ ჭალაში, მეც გავერიე მონატრებად, მოგ