ეს იცი
ეს დღეებია, პალიასტომის ტბაზე ფრინველების დიდი გადაფრენაა.
კრასნოდარის მხარეში ყინვებია, ჩვენთან კი სითბოა და მათ აქეთ გადმოინაცვლეს.
კარავი.ჯი
ყვითელი ბურთი ჩაქრა /არც კი ვიცი/
ამოვიდა ეს სიზმარი საწოლის რიკულზე?!
იქნებ, ის ამბავი,
ერთმანეთისთვის მოსაყოლი რომ დაგვრჩა
/თუ ზაფხულის ვაშლივით შემოვინახეთ/
ზამთრისთვის ბუხართან ჩამომსხდრებს, მორიგეობით,
ორი წითელი მხარე
ჩამოგვეთალა და გვეყურებინა ცეცხლის ენებისთვის,
გვესმინა თოვლის სიჩუმესთვის.
მარტო ვიღვიძებ ან ჯერ კიდევ, ღამის განათებადარჩენილ
გარეუბნის მოღრუბლული პროფილის შემხედვარე, რა ამბავია:
ან რატომ?
რატომ უნდა გამახსენდეს, მაინც და მაინც,
ძილის წინ მოსაყოლი, რომ ვერ მოვასწარით,
/ერთმანეთისთვის გადაგვეცვალა ერთმანეთში/
და ზამთარში ხეზე შერჩენილ ნაყოფივით,
გადამწიფდა -
დიდი ხნის წინ დაგივიწყე.
აი, ამიტომ, არც კი ვიცი,
მქონდა კი შენთვის რამე მოსაყოლი
მით უმეტეს ძილის წინ?!
და ამიტომაც, ნიჟარაზე მეტად დაკირული მტევნებით,
სიბნელეში,
ამ დაკირული მტევნებით, ონკანს ვაღებ და
წყლის ჭავლს ვატან სიზმარს ამ ღამისას,
რომელიც გგავდა.
დილის სუსხიც კი ვეღარ ახდენს
ოკეანეს ტალღებივით წინ და უკან გამწიოს.
კუზიანი მორჩილი ტალახს ვსრესს,
ნაფეხურები მიწას აეკროს.
იქ, ახლა, თხილის აყვავებული ხე დგას
ამ ყინულოვან იანვარში,
ის წითელი კორპუსი კი ვითომ არ იყოს.
Comments
Post a Comment