Posts

Showing posts from June, 2010

კათაკმეველთა

Image
ხმა 1. სოჰრაია ჩვენ ხორცი გვესხა, სანამ ვიყავით. დღეს თხელი ძვლები, თეთრ გარსაკრავით გრძელი თმის ბეწვით გადავიფარეთ. ნაქმარისაკენ დედაზარდლიან სოფლის მოედნამდე დაწყობილან ქვა ღორღიან ხელისგულებს მალავენ უკან. ზიზღის მზერებით, ანგელოზებად გარდავისახეთ. სოჰრაია, აი მე ვარ, ეს ხვეული, გრძელი თმით და შავი კანით, მოღალატე და დედობა წართმეული, არას ვდარდობ - უკანასკენლ წამსაც, როცა განვეშორე სულით სხეულს - არას ვნანობ - მართალი ვარ. ჩემი ოთხი შვილით ვდგავარ მეუფის წინ. ორი გოგო, ორიც ბიჭი. ოთხი ფრთა მაქვს, სხეულს ვწონი - თეთრი ძვლები მდინარის ქვეშ - სული ზეცას. - ცეცხლი რომ დაენთოთ შავ-შავი მორების მოზიდეს ტყეები, ბიჭებმა შავტუხა კლდე-ღრეზე, საცალო ბილიკს გაუტიეს პატარა გუდებით გამოზიდეს სიპი და წვერ თლილი ნაშალი. პატივი - პირველად მიუგდეს მამილოს, თან სიტყვით. წყევლაა. სიკვდილი წინ და წინ, წინდაწინ - ტკივილი განელდეს. ჩვენ ვიცით. ერთმანეთს თვალებით ვუღიმით. მადლობა. და მერე შვილების აცდენილ ქვებს შორის ცრემლები სისხლამდე, წითელ ალისგან ალესილ ხვატში გაწოლილა დედაზარდლიან. სოფელი, რა ენა გრ

***

Image
რადგან მე მოვკვდი ჩემი მკვდრები დაბრუნდნენ სახლში, ძველ სკივრებიდან ჩრჩილნაჭამი ტანსაცმელი ცას გაუფინეს, მერე მოირგეს. ნასხვისარივით ეკიდათ ტანზე, გამხდარიყვნენ წოლით მიწაში. ხორცი მაინც ამოესხათ - გასანთლული თითები რომ შემახეს თმაზე, იმ ცარიელი ორმოებისკენ გავიწიე, სადაც ერთმანეთს სხეულს პურივით უწილადებდნენ.

ანგელოზად ქცევის გენოგრამა

Image
კლასობანა ვის უნდა? ვის უნდა კლასობანაა - არავის. ვისია ვისია ეს ბალღი - შავ-შავი დედაბრის უკბილო. თავშალით. ძაფივით თვალები ამოყვნენ მოგუდულ ხმის ბგერებს - ამაღამ გამოვშუშდები. ვისია ეს ბალღი, ეს ბალღი ვისია?! დილაა. ქალაქი მღვიმევში ჩაითრევს წყალივით მოდონდლო არსებებს, ჩაიხვევს შეიწოვს და მერე, აღმართზე მზეა ან შეშრობა. სხეულით როგორმე ატარო ცოდვა და ვნება და სხვა ბევრიც, ტელეფონს შინას თუ გარეთას დუმილი დაედო სასჯელად, ელფოსტის ახალი გზავნილი ციფრების გარეშე. ვისია ეს ბალღი, ქალებო, ეს ბალღი ნეტაი ვისია?! მომყვება შავ-შავი თვალები უსახო ბებერი ქალისა და ხმა კედლებზე ხავსივით ექოა! ციგნების ქალები ბავშვებით ზურგზე და პარმაღზე თოვაა. ციგნების პალატკებს ჩამორჩი - მეჯერა, ან იქნებ მართლაცდა, დამტოვეს.. არავინ დღეს აღარ გიკითხავს, რა დროა, სადა ხარ, იქნება, მიწაზე ფეხს ვეღარ აკარებ, ცალფეხზე დგომაც კი მოგბეზრდა, იქნება, მეზობელ ქალაქში, სადგურზე წითელი ტუჩსაცხით, აჟურულ კოლგოტკით ქუჩისკენ მძღოლები გაძლევენ მოწმობას შენც გასცემ.. იქნება, ხურდისთვის, თავჩახრით დგახარ ხელ არა. არც ენა. ცალ