Posts

Showing posts from December, 2010

პოეზიის კუნძულის სამი ქალთევზის მემკვიდრეობა

Image
მე შენ არ გეტყვი მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან. ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს? ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს. ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს; სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს. ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად, მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად! [ალექსანდრე ჭავჭავაძე] მარიჯან *** თავი დაიხრჩო სიმხიარულემ თავი დაიხრჩო სიმხიარულემ ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე, როცა შევნიშნე, რომ დაფარულად შენი ღიმილი სხვას შესთავაზე. ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებს და სურვილები მძლავრად მერევა... მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევს შენს თავს და შენთან ბედნიერებას? მრავალ სიმებით გადამეხლართე თერთმეტ ზაფხულის მზიან რკალებით... და როცა სხვასთან ღამეს გაათევ, მიცქერ ნაცემი ძაღლის თვალებით. ო, მე ეგ ხედვა ძლიერ მაღონებს და მაგონდება დრო შორეული, ჩემთვის წირავდი ქართულ მადონებს, და მიცქეროდი წყალმორეული. მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა, მშვიდ

ჩემი წიგნი

Image
ყდა: ქრისტინე რობაქიძე