Posts

Showing posts from July, 2018

გვიანი ზაფხული, 2018, 2

სმიტების ოჯახი ამერიკაში ბრუნდება ჩვენ მოვკალით ამერიკელების ოჯახი დედა, მამა და შვილი - ჰოლივუდის რეჟისორებს დავუჯერეთ, ფილმის კანონები დავიცავით - ავედევნეთ სანადირო თოფით სმიტებს, ხეობაში, ჩანჩქერთან კი ცოტა გავერთეთ. ამერიკულ მძაფრ სიუჟეტიანებს კი არა, ბლობმასტერებს არ დავჯერდით და საშინელებათა ჟანრი მოვიშველიეთ. მიჯრით, უტიფრად, დაუნდობლად. ბიჭუნა მხოლოდ შიშისთვის მოვკალით, დედა კი გავაუპატიურეთ, ხოლო მამას ზურგში ვესროლეთ და გავაშიშვლეთ. რა იყო ჩვენთვის ამერიკა, უიტმენი თუ კუპერი, მე-16 საუკუნემდე რომ რუკაზე არ ჩანდა, საუკეთესო ჯინსისა და თავისუფლების ალაგი, სექსისა და ნარკოტიკის?! არა, არც ერთი, ბიძია თომას ქოხი იყო ჩვენი ამერიკა, ზანგი, საწყალი მოხუცი. ფოლკნერის სასტიკი სამხრეთი - კენდეისის ხეების სუნი. ამერიკამ გარყვნა ჩვენი ახალგაზრდობა, ამერიკა ეკლესიის მტერია, ამერიკას სურს რომ გაგვანადგუროს, აბა, ამდენი წელი რატომ არ დაგვეხმარა?! რატომ არ მოგვაკერა ჩამოჭრილი აფხაზეთი, ბიძია ჯორჯმა, ბაბუა რეიგანმა, რუს ბიძიებს რატომ არ აუწია ყური და მათი თვითმფრინავები რატომ პლასმასი