გვიანი ზაფხული, 2018, 2
სმიტების ოჯახი ამერიკაში ბრუნდება
ჩვენ მოვკალით ამერიკელების ოჯახი
დედა, მამა და შვილი -
ჰოლივუდის რეჟისორებს დავუჯერეთ,
ფილმის კანონები დავიცავით -
ავედევნეთ სანადირო თოფით სმიტებს,
ხეობაში, ჩანჩქერთან კი ცოტა გავერთეთ.
ამერიკულ მძაფრ სიუჟეტიანებს კი არა,
ბლობმასტერებს არ დავჯერდით და საშინელებათა
ჟანრი მოვიშველიეთ.
მიჯრით, უტიფრად, დაუნდობლად.
ბიჭუნა მხოლოდ შიშისთვის მოვკალით,
დედა კი გავაუპატიურეთ, ხოლო მამას
ზურგში ვესროლეთ და გავაშიშვლეთ.
რა იყო ჩვენთვის ამერიკა,
უიტმენი თუ კუპერი, მე-16 საუკუნემდე რომ
რუკაზე არ ჩანდა, საუკეთესო ჯინსისა და თავისუფლების ალაგი,
სექსისა და ნარკოტიკის?!
არა, არც ერთი,
ბიძია თომას ქოხი იყო ჩვენი ამერიკა,
ზანგი, საწყალი მოხუცი.
ფოლკნერის სასტიკი სამხრეთი - კენდეისის ხეების სუნი.
ამერიკამ გარყვნა ჩვენი ახალგაზრდობა,
ამერიკა ეკლესიის მტერია,
ამერიკას სურს რომ გაგვანადგუროს,
აბა, ამდენი წელი რატომ არ დაგვეხმარა?!
რატომ არ მოგვაკერა ჩამოჭრილი აფხაზეთი, ბიძია ჯორჯმა,
ბაბუა რეიგანმა,
რუს ბიძიებს რატომ არ აუწია ყური და მათი თვითმფრინავები
რატომ პლასმასის სათამაშოებად არ აქცია?!
გაბრაზებულები ვართ, ამერიკაზე,
გულმოსულები.
ვაღიარებ,
ამერიკულ ბრენდების აუტლენდში ბოდიალისას,
დროის გასაყვანად რომ დავდივარ და ვათვალიერებ ინდიელების
პრინტით ტანსაცმელს,
ან მერლინ მონრო მხვდება ხელში ან მისი საყვარელი პრეზიდენტი
ჯონ კენედი,
გული მიჩუყდება და რატომღაც, ვაღიარებ რომ მე დავხოცე სმიტების ოჯახი,
და ხანდახან მესმის პატარა ბიჭუნა როგორ ტირის და მეხვეწება,
გადავარჩინო.
მერე ბინდი ჩამოწვება ხოლმე თვალებში, ჩვენებურად ლიბრი გადამეკვრება,
მერე თითქოს კონექტიკუტის შტატის ვამპირი მოჩვენება ვარ,
მგელი მიყვარდება და ვკვდები,
რომ ვახელ თვალს გულზე მეშვება,
მგონია რომ ყველაფერი დამესიზმრა,
რომ მორიგ ამერიკულ საშინელებათა ფილმს ვუყურე და
ფილმი ჰოლივუდური ფინალით დასრულდა:
სმიტების ოჯახი ამერიკაში ბრუნდება.

მაგნეტიტი, კაპროვანინუ დამასიზმრებ ამბავს, რომელიც
შენ ჩემთვის ცხადში გსურდა გეამბა,
და, ახლა მაინც, რადგან დაბრუნდი
ჩემ სულს გარდაცვლილს ესეც ეამა.
იყო სხვა დილა, სხვა გათენება,
სხვა ცისკრის კიდე, მზე ანთებული.
გზაზე ხეების ჩუმი კორომი -
კარპატებს ჰგავდნენ ნაძვები ბნელში.
დაუსრულებლად სდიოდათ ტალღებს ქვიშა მაგნიტის
სველი ოვალი.
შენ კი ჯიუტად დასალიერზე, როგორც ფრინველი
მწუხრად მოსთქვამდი.
ვერ შეგიყვარებ, რადგან გავცივდი,
ფერი მეცვალა,
თუ დამასიზმრებ ამბავს რომელიც
შენ ჩემთვის ცხადად გსურდა გეამბა,
იქნებ, მე მაშინ გავაღო კარი, და ზღრუბლზე ჩუმად
გადმომეყვანე.
აფეთქდნენ ჩემი ძუძუსთავები, როგორც ეკლები
გულდასობილნი,
სიჩუმის რწევით წასვლის გრიგალებს საღერღელაშლილთ
ვეღარ ვიშვილებ -
ყველა კანონი დაირღვეს შენი
და ყველა სიტყვა სიტყვად განკაცდეს
თუ არ დაიშლი მოსვლას, მოქცევას,
ახალმთვარეზე,
ზურგზე მაქციის მოექეცი და ქვევით დაეშვი.

Comments
Post a Comment