Posts

Showing posts from September, 2018

შეღებვა

ჯერ კიდევ ცოცხალია ბებიაჩემი მარო , უვლის თავის ლურჯ სკივრს , ხის ზანდუკს . ახდის და ტილოს ფერად ჩანთებში ჩირი , ჩურჩხელა , ძველი კაბები მზევდებიან . აგროვებული კაბებია , ზოგი ვისი , ზოგი სად , ძალოსი , ბიძაშვილის , ჩემი , სოფოსი . სკოლის ბოლო წლებს ძირითადად ამ კაბების იმედად ვრჩებით - ეგ არაფერი თუ ბოლოები სახელოების მოკლეა ან კაბის სათავე დიდია ან არ იკვრება ღილი . ერთხელ , მეზობლის ოსი ანეტა , „ დახეული კაბა გაცვია , ჰიო , ჰიი ” მეჯღანება გახარებული . დაავიწყდა მის მშიერ ბადიშს დედაჩემმა რომ გაუტანა ცხელი პურები , დაავიწყდა პაპაჩემის კალთაში რომ იზამთრებდა , ომიანობას . ძველმანების სიყვარული ჩემი სისხლია , გადარჩენაც , დავიწყებაც , ახლის სურვილიც . ერთხელ , სოფლის ბაზრობაზე საკაბეც კი მიყიდა მამამ , შავი , სასკოლოდ . თუმცა , მე ღებვის ამბავი მაქვს დასიზმრებული , შეღებვისა . სტუდენტობისას , ეს ქალაქი მშიერ მონობას არ შეელია ჩაცმის ვნება . მე და სოფო დავერიეთ

ყვითელი

ყვითელი ავტობუსის დრამატულ მძღოლს, რომელსაც არ სურს იყოს მთავარი ფიგურა, ან წამყვანი, რომელიც ყველა გაჩერებას დედას აგინებს, ვითომ ვინმე აძალებდეს ფარეხიდან გამოვიდეს და ქალაქის უბნებს ჩამოუაროს, ან ცოლის გმინვა იყოს რამე შუაში, ან შვილის შიმშილს გამოეყვანოს, რა ჩვენი ბრალი?! ჩვენ, უბილეთო მგზავრები ვართ და ველოდებით ლურჯ ავტობუსს, რადგან მერიც კი სარეკლამო კლიპში ლურჯ ავტობუსში გვანახეს, და მერის პირუჩუმარი ქვეშევრდომებიც ბავშვებით მგზავრობენ ლურჯი ავტობუსებით. და ჩვენ, ლურჯი ავტობუსები შეგვიყვარდა, რადგან ტრენდულია, და ყვითელ ავტობუსში კი სხედან ბევრად ჩვენზე ტრაგიკული სტუდენტები ან პენსიონერები, ან მოსწავლეები ბარათებით ხელში და ოცნებობენ გაჩერებაზე კონდუტორი და ზედამხედველობა არ დახვდეთ. რათა მეორე დღესაც ჰქონდეთ შანსი გამოვიდნენ სახლებიდან, გამოიქცნენ გარეუბნის დეპრესიული აურიდან, ქუჩის ინდიფრეტული ძაღლებისგან, უბნის სულჩაქნეული ლოთებიდან, ჩაჯდნენ ყვითელ ავტობუსში არც მწვანე რომ არ გაქვს და არც წითელი არც მიდიხარ და არც დგახარ,

La Flamme(...ali)

თარგმანი ბაჩანა ჩაბრაძისა Tu dors probablement et tu rêves de moi – Je serais réellement mort. Moi Ces jours-là, je me couchais avec un déshumanisé, Je faisais même passer des nuits blanches à l’iguane ailé. Aujourd’hui tout a basculé dans le néant – Plus rien n’est rien et  Je chante ainsi : e coupais, je coupais et j’ai coupé Et j’ai compris que je ne suis plus. Emmène moi vers d’autres journées ou autre part, Ou même nulle part, plus jamais nulle part. Où tu m’as offert le refuge De chair et de sang, Où tu as apporté les pains pleins de cendre À cette vieille, maman des monstres géants. Si tu chantes ainsi : Je taillais, je taillais et j’ai taillé – J’ai refroidi tes désirs.  Je me suis rendu à toi et je ne suis presque pas Et je ne suis plus. Qu’étais-je de toute façon ?! C’est ainsi, en feu et en cendre, que se termine  Notre chanson ou notre pleur. ...ალი შენ ალბათ გძინავს და გესიზმრები - მოვმკვდარვარ ცხადში.  (მეზემ) ის დღეები უკაცრიელს ვეწექი გვერდით. ღამეებიც ვათენებინე ფრთ