Posts

Showing posts from 2010

პოეზიის კუნძულის სამი ქალთევზის მემკვიდრეობა

Image
მე შენ არ გეტყვი მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან. ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს? ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს. ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს; სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს. ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად, მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად! [ალექსანდრე ჭავჭავაძე] მარიჯან *** თავი დაიხრჩო სიმხიარულემ თავი დაიხრჩო სიმხიარულემ ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე, როცა შევნიშნე, რომ დაფარულად შენი ღიმილი სხვას შესთავაზე. ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებს და სურვილები მძლავრად მერევა... მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევს შენს თავს და შენთან ბედნიერებას? მრავალ სიმებით გადამეხლართე თერთმეტ ზაფხულის მზიან რკალებით... და როცა სხვასთან ღამეს გაათევ, მიცქერ ნაცემი ძაღლის თვალებით. ო, მე ეგ ხედვა ძლიერ მაღონებს და მაგონდება დრო შორეული, ჩემთვის წირავდი ქართულ მადონებს, და მიცქეროდი წყალმორეული. მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა, მშვიდ

ჩემი წიგნი

Image
ყდა: ქრისტინე რობაქიძე

გადადებულთა

Image
ვინც დღეს უფალმა გადაგვდო გვერდზე, მზე დაუბნელეს, გზა მოუჩრდილეს. ზედმეტობები გავედით ქარში, ძვლები საფარად გავიღეთ - მიწას. გაშიშვლებამდე სულიც დაგვექცა. საერთო საყარს გამოვეცალეთ, ლამპრებჩამქრალნი თავჩახრით ვდგავართ - შემდეგ მოსვლამდის, და ასე შემდეგ. ვინც დღეს კერპები გაგვენდნენ მათზე, ვინ უჭეროა, რა დარჩა გარეთ. თვით უღმერთოა ღმერთი, ხანდახან, თავის შექმნილი გაწირა ასე. ამ სიტყვებისთვის სიტყვაც ამხედდრდა, ჩააქრო თავის თავიც და გავქრით. მოარულ ხორცის აზელილ ჩონჩხებს, შემდეგ მოსვლამდის, და ასე შემდეგ. დღეს, ვინც მარტოა და უსამშობლოდ განა და რაა. მტვრის და ნაგავის არცერთი მუჭა ან ნახევარი. გაშლი ხელისგულს დაუნანებლად, გაანიავებ, მისცემ ველმინვდრებს - მიწა გამშრალი შეგირგებს თუნდაც, სისხლნაკლულსა და დღეებგათვალულს. შემდეგ მოსვლამდე და ასე შემდეგ.

mama andrias

http://www.youtube.com/watch?v=Q4UCic6END4

წითელი ბონსაი

Image
ბექა ლონდარიძე წითელი ბონსაი ნატა ვარადას ლექსები ბონსაი - დეკორატიული, მომცრო ზომის ხე ან მცენარე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივ პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე... ფეერიული და არსობრივი - ორიოდე სიტყვით, ასე შემიძლია დავახასიათო ინდივიდუალური პოეტური სტილის მქონე ეს ავტორი. იგი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, რაც გემოვნების საკითხია, მაგრამ შეუძლებელია, არ გამოარჩიო ათას ხმაში, რომელსაც თანამედროვე ქართული პოეზია გამოსცემს. მისი პოეტური სიტყვა, ესაა შემოქმედებითად დამუშავებული ფოლკლორის, მითების ”დეკორში” განხორციელებული თქმულება ადამიანზე - ჩვენი, ”ყოვლისშემძლე” ღმერთ-კაცების სულიერი თავგადასავალი; ერთგვარი სათვალთვალო ჭრილი, ”ხარის თვალი” ჩვენივე საძინებელში, რომლითაც საკუთარ თავს ვაკვირდებით - ყოფითი სამოსის, პომპეზურობის გარეშე დარჩენილს... ასეთია ნატა ვარადა. ”შენ, ნუ ენდობი ჩემს წარმოსახვას, ის ცრუა, მე მგავს. ჩემს ბერწ საშოს ტყუპისცალივით ჩამოემსგავსა.” რა თქმა უნდა, მხატვრული წიაღი თავისთავში მოიცავს ტყუილს - წარმოსახვის ნაყოფია. ამ სამყაროს

ოთხი კიდე და სამი მდინარე

Image
ნინო სადღობელაშვილი ნატა ვარადას  „კათაკმეველთა” ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, ვიდრე სამყაროს ჯერაც დაბადებისდროინდელი ყიფლიბანდი არ აშრობოდა, მის ყოველ საგანსა თუ მოვლენაში ალბათ საერთო სული იდგა. ალბათ სწორედ ეს სული იძვროდა კაციდან ხეში, მთიდან – მდინარეში; ალბათ ადამიანი არასდროს ისე ძალიან არ მგვანებია ბუნებას, როგორც მაშინ, როცა იწყებდა. აი, წარმოიდგინეთ, ადამიანზე ყვებოდი და, გეგონება, შენს წინ მდინარემ ჩაიარა, ან მთა გადაადგილდა, ან ბალახმა ნაზამთრალი მიწა მოიცვა.. ეს ყოველივე გემრიელი ფიქრია. Gგემრიელი ხსოვნაა, რაც დღეს, ამდენნანახ და ამდენგანცდილ ადამიანს შემორჩა. და, რა კარგია, როცა ეს ფიქრი და ხსოვნა პოეზიად გარდაიცვლება ხოლმე. Uუფრო სწორედ, ჯერ ვიღაცაში ბლომად დაგროვდება, მის ბედს და იერს ფერს შეუცვლის, ყველა სხვა საფიქრალ-საზრუნავზე მეტად მიეცემა და, პოეზიად აქცევს. მერე, კითხულობ მას და, იხსენებ.. გიკვირს და იხსენებ. ნატა ვარადა ჩემთვის ამ უხსოვარი ფიქრის პოეტია. ხანდახან ძნელიცაა, გაიხსსენო, საიდან მოდიან მისი ეს შორეული, უცხო, პირველქმნილი მზით სავსე ხატ

ნანა კუცია ... რომ სული არ მიისილოს

Image
ნატა ვარადას ყარაჯა დაილამაო გალაკტიონის პოეზიაში არის სტრიქონი: „... მხურვალება ქვიშაზე კვნესის. უნდა რომ სული არ მიისილოს“ („სარკოფაგიდან დგება მუმია“). სული რომ არ მიისილოს, წარმოუდგენელი რამ ხდება _ მუმია, თავადაც მტვერი და სილა, სარკოფაგიდან დგება. წარმოუდგენელი ვიზიონი ვარვარა უდაბნოს უფლის წყალობად დაეფინება _ `სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია. ორხიდეები ეცემა ნილოსს“... სულის მისილვა ტრაგედიათაგან უმძიმესია, წყევლათაგან _ უსაზარლესი. ვიზიონის (ნილოსზე დაცემული ორქიდეების) გაგრძელებაა (ან _ პოეტური ჯუფთი) გალაკტიონისავ პარადიგმა _ „სილაში ვარდი“ _ მიუსილავი მშვენიერება, `ნათელი _ ზეცით მოსული.“ ცა-ლაჟვარდი (`ჰაერი _ ლურჯი აბრეშუმი~) და სილა ოქსიმორონად აღიქმება გალაკტიონთან. რემინისცენცია _ ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს `უდაბნოს~ პერსონაჟებიც თავისუფალი `ლურჯი კაცები~ არიან _ ისინი, ვის `გარდაც ვერავინ იცხოვრებს უდაბნოში~ (ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო, `უდაბნო]~)... სილა _ `უნაყოფო მიწა~ ლაჟვარდის მწყალობელ სიგრილეს მოინატრებს. `ლაჟვარდი უკვე ღმერთისაა~ (ლია სტურუა). `თოვლში

*

Image
არ შეიძლება მეც რომ მყავდეს შვილი?! სულ არ გამიკვირდება სამოთხის კარი რომ ცხვირწინ მომიჯახუნო, შემოვბრუნდე და სატანისებრთა ოჯახიდან მიმიპატიჟონ, სულ არ გამიკვირდება. მოხვალ, მოხვალ, ხვალ ჩემი სახელი კი აღარ ეწერება შენი სიცოცხლის წიგნში!!

Butco

Image
2010.07.28 სიტკბო ჩაუდგა და სითხე გასდის გადამწიფებულ ლეღვის ნაყოფებს, სდის თეთრი წვენი - რძეა, აპურებს წყალქვეშ ნამყოფებს. შიშველი ტერფით აბიჯებ ქვიშრობს, სურნელი ქვევით ქვესკნელში დგება - მღვრიე ოფლის და დაქცეულ თესლის. მზესუმზირები მზეს იწურავენ მოჭრილ თავების გვირგვინებიდან. მთვარე არსიდან დაგვნათის. ვიწვებით ყინვის სიჭახჭახეში და დემონთა ხორკლიან ენებს ვახვედრებთ ტყავ ახეულ ძვალ ხელის გულებს. ჩვენ, ბეწვის ხიდზე სისხლდენით დავდნით. ჩვენი ორგაზმები საშოდან ამოლოკეთ. ახლა კი როგორც ჩვილნი, ვჩხავივართ და უცხოები კალთას გვისვამენ, რომ ამოვჩიჩქნოთ ჭანგებისგან ამძვრალი ხორცნი. ჩამოაღწია შენმა სუნმა. ცხვირის ნესტოებს ვბერავ მიყვარხარ - ძუძუს დვრილები გადამეხსნა, ხსენით მევსება მდის. ნედლ ფიჭვს ხომ ისევ დასცვივდება ბავშვივით ნაყოფები. გადაღმა ხე და ბუჩქი, ბალახი გახმა. ხმა: მე კი ვირწყვები, შენით ნასუნთქი ჰაერიც კი ნოტიოვდება.

ჯერ ხეები, ქვები. მდინარეები. ჩვენც

Image
ივლისი. გაჩვილდა შემოდგომა. - ჯერ ჩვენ - შრიალებენ ტანწვრილი ნეკერჩხლები. ქვებიც დათლილები, დგანან გვდარაჯობენ. ასე ჩამოქანცულ დილას ამ ზაფხულის გვერდი ავუარე, ალვას ავაცქერდი. თავი მოწიწებით მერე დავუხარე, მე ხომ ისევ მახსოვს, შუა ბავშვობაში, ხევთან მდგარი ალვა უყვავილო, ფოთოლს ათი ათას ერთხმად აამტვერებს, მამის განრისხებულ გულს რომ გააყოლოს: ერთი. დაკვრა. მეორეც. აცდეს გოგოს ცრემლი. ცულსა ცუნცულასა ტარი გადაუტყდეს. ქვები?! პაპის ძალას ქვები აწონიდნენ. თავს აიმჩვილებდნენ. როცა გწამს ისევ მოგყვება ჯანი და ქვებსაც გადაზიდავ ბაღიდან ეზოში - ესე იგი ცოცხლობ. აქ: მშიერი ლეკვივით ავეკარი მღვრიე მდინარის დამშრალ კალაპოტს. იქ: დედაჩემი უეცრად გამიბავშვდა. ჯიუტად მოითხოვს, ტკბილეულს, გასართობს. უკბილო - მხედავს და გულღიად იცინის - მე უნდა ვიშვილო! ტანით ვგრძნობ: ივლისი. ჩვილდება შემოდგომა. მორჩილად ჩაბრუნების უსულო მდგომთა იწყება სპექტაკლი- ჩვენთვის, სულიერთა გადაღლილ არსებების, ადამის ცოდვიან მოდგმა-ჯილაგისთვის. 2010.17.07

Marka. საკრის მეორე მხარე

Image
დელფოს ორაკულს სარკოფაგდახშულს შავუხრწნელი სხეულით გაუმჭირვალე ჰაერია. თეთრი ფრთის ბუმბული _ პარანოია . ნაცრად სიტყვები დავბადე , ფიჩხის კონა მოვიგროვე ხელისგულებში , გავრბივარ ტაფობისკენ დამშრალ ტბასთან დასახლებულთა ჭერახდილ კოშკში , თმამოკვეცილს   აჩეკინებ გველწიწილებს .. სხვა გზა არც ( მ ) აქვს .. ხმა არ გაიღო , სიზმარია გამო, იფხიზლე : დაცვივდა ნედლად აგროვებული წკნელები - სიტყვა , რაც არ გითქვამს , მიყვარხარ , კოცონი შემომხმარ გულით დაინთო .. არ დაგავიწყდე ! არ დაგავიწყდეს , ჩვენ წყალში ვცხოვრობთ და ხმელეთი ფსკერი არის წყალმცენარეთა მყიფე ნიადაგი და ჩვენი შვილები ქალწულს რომ ჩამესახნენ და დაუგრძელდათ კიდურები, ეს მახინჯი ქვირითი მოგეც საჭმელად ყლაპე , ყლაპე გადაგეყლაპა.   ამოგაზიდდა და მოედვნენ აისბერგების ოკეანეს , თეთრ ტაიგას, სადაც ჩვენ ცხოვრობთ ციმბირული ნაძვებია ჩემი ჩვილები, იასონ ! წყლად მესიზმრე. ისევ , ისევ ისე , ცხადში ფიქრად გადაგჭერი , სიზმარში დროც კი გაიყინა . არაფერი მომხდარია