გადადებულთა


ვინც დღეს უფალმა გადაგვდო გვერდზე,
მზე დაუბნელეს, გზა მოუჩრდილეს.
ზედმეტობები გავედით ქარში,
ძვლები საფარად გავიღეთ - მიწას.
გაშიშვლებამდე სულიც დაგვექცა.
საერთო საყარს გამოვეცალეთ,
ლამპრებჩამქრალნი თავჩახრით ვდგავართ -
შემდეგ მოსვლამდის, და ასე შემდეგ.

ვინც დღეს კერპები გაგვენდნენ მათზე,
ვინ უჭეროა, რა დარჩა გარეთ.
თვით უღმერთოა ღმერთი, ხანდახან,
თავის შექმნილი გაწირა ასე.
ამ სიტყვებისთვის სიტყვაც ამხედდრდა,
ჩააქრო თავის თავიც და გავქრით.
მოარულ ხორცის აზელილ ჩონჩხებს,
შემდეგ მოსვლამდის, და ასე შემდეგ.

დღეს, ვინც მარტოა და უსამშობლოდ
განა და რაა. მტვრის და ნაგავის
არცერთი მუჭა ან ნახევარი.
გაშლი ხელისგულს დაუნანებლად,
გაანიავებ, მისცემ ველმინვდრებს -
მიწა გამშრალი შეგირგებს თუნდაც,
სისხლნაკლულსა და დღეებგათვალულს.
შემდეგ მოსვლამდე და ასე შემდეგ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო