Posts

Showing posts from April, 2012

იყიდება სახლი

Image
ფშავი ქალია, დედაბრული სიჩუმით მდგარი, მამისეულ ხის მოხრილ სახლის მოღიავებულ ჭიშკართან და დოინჯშემოყრილს, მხრებზე, ბუერა ბალღებივით, მთებს ადენილი ნისლი შეუსვამს. დაბალ-დაბალი ვაშლის ხეების გასწვრივ, სავსე ფურის ჯიქანივით, რძეგამოსულ   მსხლის ყვავილობას ისე ასცქერის, თითქოს ვაჟმა პატარძალი შემოაგელვა. ლეღვის ბუჩქებს კი, უყვავილოთ და თავდაპირველად ნაყოფთგამოსხმულთ, ვარდიტაბლობას, ღელვით გამოკრეფს, დამწიფებულნი, ძველ სკივრებში ისე ჩაფუთნოს, თითქოს საზამთროდ, მადლი უნდა გამოიზოგოს. ფშავი ქალია, დედაბრული გულმოდგინებით, მინდორზე მოკრეფს ნაირფერად მოჩითულ ბალახ- ბულახთ და სახლის ჩრდილში, გაახმობთ. უცბად რომ სოფლის იშვიათ მცხოვრებს, სამთვარეულომ წამოუაროს, მცენარეებს წამოადუღებს სულზე სალბუნად რომ დააფინოს, სიცარიელით დარდგაღვივებულ გამვლელ-გამომვლელს. თამარ მელიქიშვილი ფშავი ქალია, მთათ განაბულ ღვთისშვილთა დაბლობს, მამისეულ ხის სახლსა სახლობს. დევის გმირებთან   ნაბრძოლებთან, კაცთა სულების შემგროვებთა, მიდგომილ ქალთა და

ჰეკატე

ვინც თავის საქმროს გამოხარშავს,   ალალი ძმის სისხლის აღებით, გატეხს ფიცს, საიდუმლოსაც გაანიავებს. ვინც თავს იმართლებს, სიყვარულის ჯადოს კეთებით - ეჭვიანი წყვდიადის რისხვა თავზე დაატყდეს. თუმცა, ახლა თუ მკაცრი პროფილები, ამომყავს მბრუნავი დისკოდან. და ვართავ გორგალს და ბრაილით მივყვები ლაბირინთს, ვამჟღავნებ: აღარც მე ვარსებობ. არ მშველის, ბზის ხმელი ტოტები, ნაკურთხი. არ მშველის, მდორე საუკუნეს, იესოს სიტყვების წადილი. გველის ცრემლების ტყეს დასახლებულნი უძველეს წყევლას მაგონებენ: შელოცვას და ვეძებდი, არადა. თურმე ქაჯავეთის მამიდებს არ სწყალობთ განგება, თურმე ზღვით წამსვლელთ უკანვე აბრუნებს მოქცევა. წყვდიადი მეწამულ მოსასხამივით მოისხამს უნაყოფო სიყვარულს, შვილები ეზოში დაათრევენ, ფერგადასულ იასონს.

ურიის ვალი

Image
amosvla (gverdi 15*) uliana, farTleuliT movaWris umrwmesi asuli, gamorCeulad daasaCuqra gamCenma grZeli da bati-buta simindis qoCoriviT mbzinavi TmiT. ianvris 12 ricxvSi, bavSvurad odnav acekvebulsa da bewviT daTbilul moyviTalo zamSisCeqmebians advilad SeamCnevda dakvirvebuli Tvali metrosadgur axmetelis mimdebare teritoriaze. ulianam gaCerebas moavlo Tvali da rusis oTxad mokecili, Casuqebuli dedaberi amoiRo mizanSi. qals xelCanTa zed miwaze daedo da TviTon ki mTeli taniT zed gadafareboda. ar hgavda aqaurs. patrulis abrdRvialebul manqanebs miRma, Sua gzaze mdgomma, miwisfer qurTukSi gaxveulma didTava biWma ulianas ena gamouyo da Tan Rimilic xurdasaviT moayola. - saidan amovidnen eseni?! romeli miwisqveSeTidan? metros mgzavrebi iqnebian. - aiCeCa mxrebi farTleuliT movaWris asulma, swrafad airbina Saurmis suniT abolebuli kibeebi da avtobusSi avida. yviTeli avtobusis mgzavrebi (gverdi 8) avtobusi inerciiT qanaobda. Camsvlelebs amomsvlelebi karSi eglisebodnen da bi

fransuaa

http://www.radio1.ge/RadioTheatre.aspx?Cat=1

მდინარეს გაღმა

ეს სასურველი განბანვები, ბავშვობის მერე, აღარასოდეს დაბრუნდება თუნდაც სურვილად. როგორც დედის მუცლის ოკეანეს თბილი საფარი, როგორც სულად ყოფნის ამბავი. დასაბრუნებლად, დღის სინათლეზე შიშველს გავლა უნდა მოგიხდეს, უნდა გულწრფელი იყო თავთან - ნამდვილად  გინდა მიწას გაექცე. მდინარის გაღმა, დარჩენილა განბანვების ლიტურგიები, ალბათ, ამიტომ, უზავდები უსურვილობას, უკან მომსვლელთა რიგებში ჩადგე. მცხუნვარედ მწველ თიხის ზედაპირს, გაექცევი, გახვალ მდინარეს.

აღმოსავლური ტკბილეული

ნისლჩამდგარ მზერით , აღმოსავლეთის გზაზე,  პაპები, მდინარის ჭალიდან, ხელისმოჩრდილვით. კავკასიონის მწვერვალები , მსხლის ხეები ერთნაირად გათეთრებულან - ტყუილ-მართალით, წითელაგურიან კრამიტის სახლების ჩუქურთმები მზის გულზე გამლღვალი ასწლოვანი ტკბილეული - სახლეულის პატარებით გარემოცული.

რელიეფი. ბზის ხე

გეხარა - ანგელოზს ექვსფრთოსანს, ასთვალას ატმისფერი ყლორტივით ხელები გაუწვდია, მუხლებზე მლოცველისკენ. გეხარა - გაბრიელს ელვარე სახეზე ფერი აქვს სიცოცხლის, მუცელზე დაიწყობ უთეთრეს თხელ თითებს, თავოდნავ გადახრით, თვალდახრით იღიმი, გაშლილი ორქიდეა. გეხარა - ცხრა თვეს თუ სისხლით გამოიზრდი, საათში მოკლავენ მაგ სისხლის გამოცლით. ბროწეულის სიალალით აყვავებული ხე ცისკარს ახმება. დევნა და გმობა და დასწამონ ცილები, ეკლიან გვირგვინით ატარონ აღმა-დაღმა, იელის ყვავილობას. საკუთარ წამების მოწმედ თვით უფალი ჯვარზე გამოაკრან, როგორც გამოაკრავ ჩვილს მწყემსთა ბაგაში და მოგვთა საჩუქრებს ქვრივ-ობლებს მოახმარ. ყაყაჩოების ველური სილამაზით, ასეთი სიყვარულით ჩნდებიან ღმერთები და ღმერთის დედობაც რა სიხარულია - გეხარა, სულიწმინდით ნაყოფი გესახება, მთავარანგელოზი ფრთებშენსკენ გამოწვდილი, მზერას ვერ გისწორებს - ლურჯი მონატრებით იღიმი.