ჰეკატე

ვინც თავის საქმროს გამოხარშავს,  
ალალი ძმის სისხლის აღებით,
გატეხს ფიცს, საიდუმლოსაც გაანიავებს.
ვინც თავს იმართლებს,
სიყვარულის ჯადოს კეთებით -
ეჭვიანი წყვდიადის რისხვა თავზე დაატყდეს.

თუმცა, ახლა თუ მკაცრი პროფილები,
ამომყავს მბრუნავი დისკოდან.

და ვართავ გორგალს და
ბრაილით მივყვები ლაბირინთს,
ვამჟღავნებ:
აღარც მე ვარსებობ.
არ მშველის, ბზის ხმელი ტოტები,
ნაკურთხი.
არ მშველის, მდორე საუკუნეს,
იესოს სიტყვების წადილი.

გველის ცრემლების ტყეს დასახლებულნი
უძველეს წყევლას მაგონებენ:
შელოცვას და ვეძებდი, არადა.

თურმე ქაჯავეთის მამიდებს
არ სწყალობთ განგება,
თურმე ზღვით წამსვლელთ
უკანვე აბრუნებს მოქცევა.

წყვდიადი მეწამულ მოსასხამივით
მოისხამს უნაყოფო სიყვარულს,
შვილები ეზოში დაათრევენ,
ფერგადასულ იასონს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო