Posts

Showing posts from 2009

 A. ჩრდილების წელთაღრიცხვამდე

Image
ცხელ კეცზე ვწევარ -სიყვარულმა
აწითლებულ კვირტებივით გამომაყარა.
მთელია დღე და ქარი თანამდევს.
დღეს ქარს დავდევ და ქარიც კუდში მდევს.
უკეთესია ეშვილო ქარებს -თუ გინდა გაქრე.

წამაღრიცხვამდეც არსებობდი
და მილიონი ტყავის გამოცვლა არ დაიზარე
ოღონდ გეპოვნე, ოღონდ ჩემს ტანში ამოსულიყავ.
და მაინც, იქნებ,
ჩვენს აღრიცხვამდეც გამასხვისო დაუფიქრებლად,
სანამ თავიდან მოგაკითხავს ძებნის სურვილი,
ისევ თავიდან აღმოჩენის სიხარულისთვის.

დამშრალ შავ ზღვასთან,
ვინ აწარმოებს გათხრებს?
ვის წერაქვს უნდა წამოედოს ჩვენი ძვლები
ერთმანეთის ტატუირებით?!

რა მარტივად ვჩნდებით, ადვილად.
გვიცოცხლდება თითები, მხრები
და თვალებში მიწის ნაცვლად წყალი გვიდგება.

მონო:
ქვიშის ოკეანეს დავესახლეთ,
ჩამდგარ ქარებზე ვწევართ.
ერთი ამოსუნთქვაც მომაშვილე
და ნებით გაგიშვებ ღმერთთან.

B. მადმუაზელ, კაფე დაკეტილია.
რა ბრძანეთ, მუსიე?
უკაცრავად, მადმუაზელ.

ფრენები მერკურზე

Image
ჯდეს დედალოსის კოშკში და ვარამს ხარშავდეს გულში,
მზის ვერმნახველი
ფრანსუა ვიიონი. წყევლის ბალადა.

დატბორილ ქალაქში, ეშვებივით რომ წაზრდია დანახშირებული ძელები, ოდესმე, ვითომ მე და.. შენ, ნუ ენდობი ჩემს წარმოსახვას, ის ცრუა, მე მგავს. ჩემს ბერწ საშოს ტყუპისცალივით ჩამოემსგავსა. ოდესღაც, სადაც იდგა კოშკები და სარკმლიდან გადინებულ საკმევლის კვამლზე, მოდიოდნენ მკვდარი ღმერთების სერაფიმები - მტრედებივით ისხდნენ რაფაზე და ჩვენ შიშვლებს გვაკვირდებოდნენ. მზერით, უსიტყვოდ გვანიშნებდნენ ერთმანეთისკენ: - შენ აღარა ხარ, ეს უკვე იყო და ჯერ-ჯერობით გვისვამდნენ ზურგზე. ჯერ-ჯერობით ვტოვებდით მიწას. გრძელი ფრთებით. ასე, მსუბუქად. გაფრინდი, მიდი - ჩავძახოდით და ბაცდებოდა გამონაგონი გრავიტაცია. მე ახლა ვიცი, დიდი ხნის წინათ, პატარა გოგოს დამტიროდა ბრმა მოხუცი, მიტოვებულ ძველ სასაფლაოს დაშლილ საყდართან. მამაა ჩემი. ის დარჩა მთას და გახდა მიწა. მე, შენთან შერწყმის სურვილმა მომცა, სხვა გოგოს ტანი, ნაზი სხეული და ახლა, როცა შენს წინაშე თუ შენთან ერთად, საწოლისკენ იკრეფავს ხელებს, ჩუმად, ჩუმად ვეჩურჩულები: -…

წითელი ბონსაი

Image
რა მოსაბეზრებელია გერქვას ცოლი,
თან საშიშიც. მოშინაურებული კაცი, გალიის ვეფხვს არ გავს? ყალბი იქნება მისი ყოველი კბენა ზურგზე, ამოოხვრა და ნადირობაც კი, საეჭვიანოდ, ვნებები რომ არ გაფერკმრთალდეს, თან სასაცილოდ. უკეთესია: ღამ-ღამობით მე ვიქნები, ფერად კიმონოში გახვეული, შუშის თვალებიანი შენი გეიშა. ჩაის ცერემონიალისას მედიტაციებს მოვიგონებ - საკურას ნაკვერჩხლებზე,
ყველა ღალატს ამოვიშანთავ. ბამბუკების სახლში, ჩალის კონებთან, წითელი ნეკერჩხლის ხე გავზარდოთ. ხე იქნება ჩვენი შვილი და მთაში გაზრდილ ჯუჯა ხეებს ტოლს არ დაუდებს. ჩვენ ვიქნებით სახლის ორპირი ქარები. ჩვენ ვიქნებით მისთვის ირმის ნახტომზე, კაჭკაჭების გადებულ ხიდზე, მოცეკვავე ღამის პეპლები და ის, არასოდეს გამოიძახებს შემოდგომას, შუა ივლისში, მოიტყუოს თავი და გახმეს. ჩვენ ისედაც მწარედ გვახსოვს, აპრილი. წვიმებმა შვილი გაგვიტყუეს გზა დაბნეული შევიდა ტყეში, ტყის სულებმა მოაჯადოვეს სიმღერებით, გაიტყუეს უფრო სიღრმეში, დედის მუცელს ვეღარ მოაგნო. ოკეანეს ვგავდი - წყლებს ვღვრიდი - შენ მზესავით მიშრობდი ნაპირებს.
რა მოსაბეზრებელია, ვიყო შენი შვილები…

M

Image

ფონი ო კ ე ა ნ ე

Image
ჩემი ცრემლების მარილიან ოკეანეში
თავი დავიხრჩე.

სამოთხე - ტკბილი სიზმარია.

გამოკრეფილი უდაბურების ჩრდილში
ხმელეთი ფეხიდან წავიძრე,
ცისფერი სითხე ვითომ და, შერწყმის ადგილია.

ჩვენ,
წყალმცენარე ხავერდების ხავსიან თმაში,
გამოვიზამთრებთ.

მე ვიქნები მიდიების დიასახლისი -
მხოლოდ შენი იდა სახლისი.
შენ მომიზიდავ მზიან ნიჟარებს -
უმზეობით რომ არ გაგიყვითლდე.

აქ, საფოსტო ყუთს არ შევამოწმებთ,
ცრუსატრფოთა წერილები გზაზე აორთქლდნენ.

აქ, სიტყვებს ლაყუჩებში ჩავიგუბებთ,
მხოლოდ კოცნისას ვილაპარაკებთ.

ტანზე აფცქვნილ კანს შვილებს
სასთუმლად ამოვუგებთ და
გავმრავლდებით.

თუმცა გემებიც იძირებიან,
მერცხლებგამოსხმული იალქნები.

გამიხსენე,
ბავშვობის სიზმრის შენი
სოფია.

რაქელი

Image
რაქელ


ბეთლემში ღამეა.
გამოქვაბულის თავს
ვარსკვლავი წერტილად ასვია.
სოფელში მამლები ყივილით აფრთხობენ განთიადს -
შუაცეცხლს,
ნაკვერჩხლის გულს ღადრავს,
იერემია.
ცხრა თვეა, ვაჟიშვილს ფეხდაფეხ
დავყავარ.
დოქიდან გობში წყალსა ღვრის,
თვალებით მკარნახობს -
ვითომდა, ეს ორნი,
ქვაბულს რომ დასახლდნენ..
ამ უცხო მოგზაურთ ბაგაში
ღმერთივით ჩვილი ყავთ.
ვითომდა, წყალს უთხარ.
წაიღებს,
წაიღებს.
ქარსაც კი გაატანს,
წყალია.
ვითომდა, ყრმათა და
ვაიმე, იერემია.
ჯერ სისხლად წამომყვა ტკივილებს,
კივილი ამ სიზმრის ბრალია და მერე,
ტირილით, ჰაერი ჩაყლაპა ბაიამ.
სიზმარი,
სიზმარი აცხადდა.
ვაჟია. შვიდი. სახელი.
ქვაბულთან, შავ-შავი კაცები
ჩამოყვნენ აქლემებს სოფელში,
ძაღლები უყეფენ -
რაღაცა ამბავი მოხდება.
მხედრიონს ამ გზაზე რა უნდა?
პატარას რძე უყვარს.
ხის გობით მდინარეს ჩავყვები,
საფენებს გავავლებ.
ცხენოსნებს სოფელში რა უნდათ?
პატარას რძე უყვარს.
ტოტებს სწევს ნაძვის ხე - წავიდნენ.
მარიამ, მარიამ, მარიამ.
მე მქვია.
პირველი შვილია.
ვითომდა, გზაშია
იერემია.
2009.01.07

განცხადება ელექტრობოძზე

Image
პროლოგი
იმედიარმაქვს, რომმაინცდამაინცამდღეებშიდაგესიზმრები. მეკიწინასამუშაოკვირასორიდღე-ღამისგანმავლობაშიგხედავდი. არცგამოვხიზლებულვარ. ასემძინარეგავდიოდიხოლმედილითადრე,რვასაათისთვისსახლიდან. ვჯდებოდისაზოგადოებრივტრანსპორტში. ვუსმენდიმუსიკას, ძირითადადრეტროს. თვალებიდახუჭულიმქონდადადამგზავრებულნირომარგრძნობდნენუხერხულობას,მწყინდა. თვალებისგახელისმეშინოდა. შესაძლებელია,ჩემწინაშეცკიმდგარიყავიდაესაღარ