რაქელი


რაქელ

რუსუდან ბებოს

ბეთლემში ღამეა.
გამოქვაბულის თავს
ვარსკვლავი წერტილად ასვია.
სოფელში მამლები ყივილით აფრთხობენ განთიადს -
შუაცეცხლს,
ნაკვერჩხლის გულს ღადრავს,
იერემია.
ცხრა თვეა, ვაჟიშვილს ფეხდაფეხ
დავყავარ.
დოქიდან გობში წყალსა ღვრის,
თვალებით მკარნახობს -
ვითომდა, ეს ორნი,
ქვაბულს რომ დასახლდნენ..
ამ უცხო მოგზაურთ ბაგაში
ღმერთივით ჩვილი ყავთ.
ვითომდა, წყალს უთხარ.
წაიღებს,
წაიღებს.
ქარსაც კი გაატანს,
წყალია.
ვითომდა, ყრმათა და
ვაიმე, იერემია.
ჯერ სისხლად წამომყვა ტკივილებს,
კივილი ამ სიზმრის ბრალია და მერე,
ტირილით, ჰაერი ჩაყლაპა ბაიამ.
სიზმარი,
სიზმარი აცხადდა.
ვაჟია. შვიდი. სახელი.
ქვაბულთან, შავ-შავი კაცები
ჩამოყვნენ აქლემებს სოფელში,
ძაღლები უყეფენ -
რაღაცა ამბავი მოხდება.
მხედრიონს ამ გზაზე რა უნდა?
პატარას რძე უყვარს.
ხის გობით მდინარეს ჩავყვები,
საფენებს გავავლებ.
ცხენოსნებს სოფელში რა უნდათ?
პატარას რძე უყვარს.
ტოტებს სწევს ნაძვის ხე - წავიდნენ.
მარიამ, მარიამ, მარიამ.
მე მქვია.
პირველი შვილია.
ვითომდა, გზაშია
იერემია.
2009.01.07

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო