Posts

Showing posts from July, 2011

ვარადა მუდრა

Image
კახა წყალობა-შვილს გადაშალე სიცოცხლის წიგნი, გაასწორე: რომ მე და მას ერთ ანგელოზად აღვადგენ სასუფეველში. მე ვიქნებოდი ვარადა და მთარგმნიდა წყალობად. ბროწეულის და კოწახურის ხეები გაიცვენდნენ ყვავილებს თუკი შვილები შემოგვასხდებოდნენ თვალებზე. ოღონდაც შენი მამის გულისათვის, გადაშალე სიცოცხლის წიგნი და გადააკეთე: იმას სიცოცხლე, მე სიყვარული. რომ მე და მას ერთ სულად გადაგვაქცევ სასუფეველში. ის იქნებოდა წყალობა და მე მისი ჟესტი - მარცხენა ხელისგული მიწისკენ ეს ნიშნავს ღვთისგან დამწყალობებას. არასოდეს არ წამცდება საყვედურივით, ეს ერთადერთი შესწორება მთავარ წიგნში, როგორც ვაშლის ხეების ვარდისფერი ყვავილობა აპრილში დაზაფრული დიდი ყინვის გამო - არასოდეს არ წამცდება საყვედურივით - ეს ერთი შენი მრისხანების სამაგიეროდ, ხელრთვა ხომ ერთი მამა ღმერთი, ძე ღვთისა და სულიწმინდა - თუ ვეღარ აღადგენ მკვრეთით მიცვალებულთ, ხომ შეგიძლია, გადაშალე ჩემს გვერდზე, ფანქრით ან ტუშით შემიმოკლე სიცოცხლის დღენი. ეს ერთმა იცოდი, როგორ მინდოდა, ვყოფილიყავი წყალობა და ვარადად დავრჩი.

http://www.myspace.com/yansaquetmusic/music/albums/caf-noir-11661919

Image
მოლლი წინ , პაწაწინა მეფინა მოლი , ზედ უცაბედად გადვიქეც კირკედ . რა ქალაქია , ამ მონაკვეთში , მიწის პირას , პაპანაქებას დაუხლეჩიათ ორად გულები , ატმებს . წვრილ - შავთვალება , დედაბრების , დამჭკნარ თითებს თვალს ვარიდებდი , გადავაწყდი , ასე შემთხვევით , გადამწიფებულთ . ჰო , მოდი , ვიტყვი , ლპობაშეპარულ ლეღვსულელებს სდიოდათ წითელ დვრილებიდან რძესავით სითხე . ო , როგორ ყარდნენ . ყრიდნენ უგზოდ , უკვალოდ მატლებს . კირკედ ყოფნა რთულია , ერთობ . სხვა მასივში ჰავა შეკაზმულ მარილიანი . გადაზნექილნი , ჯუჯა ბუჩქები აღმოსავლეთის მხარეს არიან : ეს ბედისწერა ვერ დავიზავე . ბინას , რომელსაც , მოსკოვის პროექტს უწოდებენ აქაურები , აქვს აივანი , აივანს ვაზი ამოჰყოლია , მკვახე მტევნებზე ორი რქოვანა , კავკასიური ანკარა თვლემს - არ დაგტოვებენ , გინდ იყავი მედეა და გინდ გერქვას კირკე . ` შიფანერკას ” - მოვითხოვ ბოდიშს , ვერაფრით ვთარგმნი , იქნებ ბუფეტი . მეთვრამეტე საუკუნის ლაქგადაცლილ შავ კენტავრებს - ვამბობ

http://www.myspace.com/yansaquetmusic/music/albums/cartier-12841114

Image
სიცოცხლე პატარა მოგზაურობაა:) . კასტანედა http://www.myspace.com/yansaquetmusic/music/albums/cartier-12841114
Image
ეპიცენტრია აი, ავდექი და ეკვატორი გადავჭერი, გადავირბინე   აი, გაბედული ვარ, ბერბიჭავ, იმ მუქ ლაქებიან გაბურძგნულ კატას ვაჯობე, აი, გავბედე ჩრდილოეთის ციალს გადავაბიჯე. გზაზე არ შეგვხდება ჩემი შეჭრილთმიანი კეფა, გათავისუფლებ. შეძლებ ჩაკიდო ხელი იმ ორს, და სამებასავით მშვიდად იმოძრაოთ. რა ვუყო, დილა-საღამო მექნეს მშვიდი, როცა მივდივარ-მოვდივარ, გზაზე მარილის დაყრა აღარ დამჭირდეს, ასე უკან მოხედვასაც შევძლებდი. განა ვერ შეგასწარ მოსახვევში თვალი, ბზის ტოტები მკლავებივით გამეზარდა, უბრალოდ, დაველოდე, მერძევე უფრო უკან იყო, მართალია ვმარხულობდი, ერთი ბოთლით ნაკლებს ზიდავდა. ამ ბოლო დროს ისე გახდა, ამ ბოლო დროს, მალ-მალე დებს ორ დიდ ჩანთას მიწასაც კი ვეღარ აცილებს, მოდის მოათრევს და ნატეხ პურზე, მშიერი კატების გვარი და თემი დაყვება. არ მინდა ეს ცრუ ამბორები, არც კარის გახურვა, არ მინდა ტვირთმძიმე შინაბერობა, უნდა დავანგრიო ეგ გოდოლი, აი, ამიტომაც დავკარი ფეხი, ეკვატორს გადავაბიჯე, ქვევით დამშრალი წყალივით ჩაიკარგა ხუთივე ოკეანე, ო, ღმერთო, როგორ გავიზარდე.