http://www.myspace.com/yansaquetmusic/music/albums/caf-noir-11661919
მოლლი
წინ, პაწაწინა მეფინა მოლი,
ზედ უცაბედად გადვიქეც კირკედ.
რა ქალაქია, ამ მონაკვეთში,
მიწის პირას, პაპანაქებას
დაუხლეჩიათ
ორად გულები, ატმებს.
წვრილ-შავთვალება,
დედაბრების, დამჭკნარ თითებს
თვალს ვარიდებდი,
გადავაწყდი, ასე შემთხვევით,
გადამწიფებულთ. ჰო, მოდი, ვიტყვი,
ლპობაშეპარულ ლეღვსულელებს
სდიოდათ წითელ დვრილებიდან
რძესავით სითხე. ო, როგორ ყარდნენ.
ყრიდნენ უგზოდ, უკვალოდ მატლებს.
კირკედ ყოფნა რთულია, ერთობ.
სხვა მასივში ჰავა შეკაზმულ მარილიანი.
გადაზნექილნი, ჯუჯა ბუჩქები
აღმოსავლეთის მხარეს არიან:
ეს ბედისწერა ვერ დავიზავე.
ბინას, რომელსაც,
მოსკოვის პროექტს უწოდებენ აქაურები,
აქვს აივანი,
აივანს ვაზი ამოჰყოლია,
მკვახე მტევნებზე ორი რქოვანა,
კავკასიური ანკარა თვლემს -
არ დაგტოვებენ, გინდ იყავი მედეა და
გინდ გერქვას კირკე.
`შიფანერკას” - მოვითხოვ ბოდიშს,
ვერაფრით ვთარგმნი, იქნებ ბუფეტი.
მეთვრამეტე საუკუნის ლაქგადაცლილ შავ
კენტავრებს - ვამბობ სკამებზე,
შერჩენილი აქვთ სიამაყე,
ოდესმე, იქნებ, ამ `ხრუშჩოვკაში”,
ცხოვრობდა დიდი მეფის ასული.
ო, მაპატიეთ, ვურევ ყველაფერს,
მოსკოვის პროექტს არსტანდარტულში.
ახლა, ერთხელაც ავურევ კარტებს,
გავშლი პასეანს. კუნძულზე, სადაც
დობილ ნიმფების გარემოცვაში, ვლაზღანდარობდი,
მხარნაქცევი, მკლავდალეწილი
ერთგული ქმრის ზღვაოსნური სინანულითა,
არასოდეს მომსვლია თავში, ქაღალდის გაშლით
დრო გამეყვანა.
რას ვბოდავ ვიცი?!
რა სრა კუნძული, ვინ ნაოსანი,
უბრალო ქალი,
ზღვის მშრალ ჰავას ვერ ვეგუები.
დაჭაობებულ კოლხეთისკენ მიქნია პირი.
ამოიწვერა მთვარე მწვერვალ დედამიწიდან,
სანამ, ის ვერცხლის დნობას იწყებს,
გავარვარებულ მზეზე,
ცისკრის ვარკვლავის ღვიძილამდე
თავს ამოიჭამს, -
რუსულ ბუხართან, სარწეველაში
სახე არ უჩანს,
აქვს, ალბათ, თეთრი ბამბასავით,
ბრინჯის რძე დასდის.
ნაწნავები მიტკლისფერია.
იკვნეტს ათივე გალეულ თითზე,
ფრხჩილს, იტყავებს ნუნებს და წითელ ალზე
შავად იტრუსავს.
სლავურად უნდა ბუტბუტებდეს,
რასაც ლუღლუღებს:
ნუ გეშინოდეს, კირკე მოგხედავს.
მომეცი, შენი სათუთი ხელი,
გავხსნათ დარაბა, ნეკერჩხლისგან გამოჩორკნილი,
გავიდეს დამწვრის სუნი გარეთ,
ავიდეს ზევით, როგორც კვამლი,
თქვან იქ ზევით: მიწა აბოლდა.
გაცამტვერდა ბორცვნი მაღალნი.
ქვესკნელიდან ამოდის მიმწვრის
უსიამო სუნი გვამისა.
ფრთხილად, თვალი არ აგიჭრელდეს,
მომეხვიე, მოლლი, სალუქო, არ ჩამივვარდე,
ეს როდი გვაწყობს,
სამ დღეს უნდა ვათუხთუხო შენი ბოქვენის
და მუცლის ღინღლი,
სამ ღამეს ვხდიდე,
დადუღებამდე, რომ მეშვიდეს, შუაღამიანს,
ძილში ზეზე წამოაგდოს:
Comments
Post a Comment