Posts

Showing posts from April, 2013

*

ხელს თვალთან ვერ მიიტან უკუნ სიბნელეში , ნათდება წამიერად ეს აბსოლიტურად ამნეზიური სიშორე . ახლა კი ვამჟღავნებ , რომ გადაიტანო , ახალი ამბავი . აირჩიე , რომლით დავიწყო , რა გირჩევნია , ის რომ აღარსად , თუ სადმე მაინც , ოღონდ არავინ ? ! რა მედარდება , ჩემი გული დაწრეტილი ელოდება გამოდარებას , რომ მზეზე გახმეს . ნაწილებდ ასატეხად , ხელებში მოვიფშვნიტო . გავუშვა ფრინველივით თავისუფალი . ეს შენთვის ჩნდება , მდინარის წყალში რომ შეიძლება ასეც გწამდეს , ღმერთებთან მოხვდი , ადამიანებს რომ გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან , მათ შორის გაჩნდი . რა ძნელია ღმერთების მეზობლობა , მოსწავლეობა , ღმერთის შვილებთან წუწაობა , ნაყინის ჭამა . რა ამბავია ღმერთპაპების მოტყუება და მათი გულ უ ბრყვილო თხოვნების , წყალზე გაგზავნა დაზარება . რა ბედენაა , ღმერთის დედებთან ერთად ტირილი , ყოველი ძაღლის აყმუვლება , პიეტას ნიშნავს , რადგან ვინც კვდება , ყველას ჰყავს დედა . არის მეორეც, მდინარის წყალზე ისეც ხდება , მჟღავ