Posts

Showing posts from January, 2019

საფოსტო ყუთები

Image
მეხუთე პოეტური კრებული

ევრიდიკე ჩადის სამოთხეში

კრემატორიუმის გაგრძელებაა, ვფიქრობ. დღე განვიცდი კრემაციას, ფერფლს კი სიზმრისთვის შევაგროვებ. ის, ლოტოსის ყვავილივით მოტივტივე დაბრუნება, მხოლოდ საღამოს როდის იწვის - ნოემბრის დღე ჰგავდა სხვა წიგნიდან ამოხეულ ფურცელს, რომელიც ქარმა ქუჩაში აფრიალა/ და აღარაფერი იკითხებოდა ზედ. ჩემი სისხლის უჯრედში გა მი ცოცხლდი, ფა, სოლ, შენ ჩემო მეხსიერებაში ჩაფლულო სიყვარულო: - დუმილის წყალში ჩაიყარა სიზმრების ერთმანეთზე გადაბმმა, გვამებთან დღეების გადათრევა - ვითომ, ვითომ.... არაფერი არ მომხდარა. ვითომ, ვითომ მეტი არაფერია, რა დარჩა ასეთი ღრმა ან უსხეულო, მოურჩენელად მდინარი, იქნებ არ იყო?! „უნდა გამომაზამთრო ჩემო ძველო სახლო, უნდა შემისახლო. დამიბრუნო ასეთი...ფრთებჩამოყრილი. ჩიტს რომ ვწერდი ფირზე, ყვითელგულას და წვრილფეხებას, მკვდარი გაატარონ, წითელ ფშატზე მჯდარსო, იწვეს სოსანას გოგო, რა მძინარეს ჰგავსო. უნდა კარი შემიღო, ჩემო ძველო სახლო. ისევ ერთად ვიცხოვროთ, მკვდარმა, ცოცხალმაო - ერთმანეთი ერთმანეთს თავიდან შევყაროთ. ჩემი გული გაშლილს, ლოტოსის ყვავილს მოიყოლებს თან, გაზაფხული რომ მოვა,