ევრიდიკე ჩადის სამოთხეში


კრემატორიუმის გაგრძელებაა, ვფიქრობ.
დღე განვიცდი კრემაციას, ფერფლს კი სიზმრისთვის შევაგროვებ.
ის, ლოტოსის ყვავილივით მოტივტივე
დაბრუნება,
მხოლოდ საღამოს როდის იწვის -
ნოემბრის დღე ჰგავდა სხვა წიგნიდან ამოხეულ ფურცელს,
რომელიც ქარმა ქუჩაში აფრიალა/
და აღარაფერი იკითხებოდა ზედ.
ჩემი სისხლის უჯრედში გა მი ცოცხლდი,
ფა, სოლ,
შენ ჩემო მეხსიერებაში ჩაფლულო სიყვარულო:
- დუმილის წყალში ჩაიყარა
სიზმრების ერთმანეთზე გადაბმმა,
გვამებთან დღეების გადათრევა -
ვითომ, ვითომ.... არაფერი არ მომხდარა.
ვითომ, ვითომ მეტი არაფერია,
რა დარჩა ასეთი ღრმა ან უსხეულო,
მოურჩენელად მდინარი, იქნებ არ იყო?!
„უნდა გამომაზამთრო ჩემო ძველო სახლო,
უნდა შემისახლო.
დამიბრუნო ასეთი...ფრთებჩამოყრილი.
ჩიტს რომ ვწერდი ფირზე,
ყვითელგულას და წვრილფეხებას,
მკვდარი გაატარონ, წითელ ფშატზე მჯდარსო,
იწვეს სოსანას გოგო, რა მძინარეს ჰგავსო.
უნდა კარი შემიღო, ჩემო ძველო სახლო.
ისევ ერთად ვიცხოვროთ, მკვდარმა, ცოცხალმაო -
ერთმანეთი ერთმანეთს თავიდან შევყაროთ.
ჩემი გული გაშლილს, ლოტოსის ყვავილს
მოიყოლებს თან,
გაზაფხული რომ მოვა, დათბეს, ორივესთვისა.
და, ზეცა სავსეა უკუნით...
უცხო ავის წინათგრძნობით.
სახლთ ანგელოზებო, ლურჯად მოელვარენო,
წმინდა გიორგის ზედაშეს დაბუდებულნო,
აი თაფლი
აი მე
აი თვალი.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო