Posts

Showing posts from March, 2022

ნატა ვარადას ბიოგრაფია

Image
          ნატა ვარადა ( ვარადაშვილი )   დაიბადა 1978 წლის 11 ივნისს , ყვარელში. 1994 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ( თსუ ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე , ტელეჟურნალისტიკის განხრით . 2000 წლიდან იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში .  2012 წელს რადიოთეატრში დაიდგა მისი რადიოპიესა „ ფოკუს - მოკუს - ფრრ ” ( რეჟ . ზურაბ კანდელაკი ), სადაც მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე . რადიოპიესაში მოთხრობილია ფრანგი პოეტის , ფრანსუა ვიიონის ცხოვრება და შემოქმედება , ამასთან მხატვრულ - ალეგორიული ხერხებით გაკრიტიკებულია საქართველოში წლების განმავლობაში გამეფებული უსამართლობა , ასევე ციხის საკნებში პატიმართა უფლებების უკანონო შელახვა და ის დამამცირებელი პოლიტიკა , რომელიც დაკანონებული იყო ხელისუფლების მიერ 2003-2012 წლებში . რადიოპიესა „ ფოკუს - მოკუს - ფრრ ” ხორვატიის რადიოპიესების საერთაშორისო კონკურსის ( PRIX MARULIC -2013) ფინალისტია.   2018 წელს ლიტერატურული პრემია „საგურამო“ მიენიჭა პ