Posts

Showing posts from June, 2011

საბაა

Image
უთხარი რუსიკოს, იცოცხლოს.
(ბავშვობაში, თხილების ბაღი გვქონდა და იქ ვბოდიალობდი. ერთხელ მეზობლის ნაკვეთში,
თმაგაშლილი გოგო დავლანდე.
ხეებს ეჩურჩულებოდა. თქვეს რომ ქალაქში შეაცდინეს და გაგიჟდა. ადამიანებს აღარ ელაპარაკებოდა.
ჩემთან რამდენჯერმე მოვიდა, შუაში მავთულბადე გვყოფდა, მე ამდენჯერვე შემეშინდა და გამოვიქეცი)


დრო შეიცვალა.
ახლა არავინ თავს აღარ იკლავს,
თუ საქმრომ ქორწილამდე მიგატოვა,
ახლა ეს არ ითვლება ტრაგედიად -
ერთ ღამის შეშლილს, უთხარი, რუსიკოს,
მოეშვას მინდორ-მინდორ დარდის ფანტვას,
დაჯდეს სახლში და გამოგავოს,
გარეცხოს დედის დატოვებული
თავისი სამზითვო ბალიშები.
მატყლი მდინარეზე ჩაიტანოს,
მზეზე გაშალოს და მერე პენტოს.

ხალხმაც დაივიწყა ჩვევა,
სირცხვილია -
თითის გაშვერა შუა მოედანზე
მზერების, წყევლის ცეცხლის შემონთება, უთხარი,
რუსიკოს იცოცხლოს.

პეპლები მისი მართალი დობილები, თეთრები,
ჩიტები, მისი ბეღურები, ერთგულები,
ხეები მისი გულისნადების ნაყოფებად გამომტანები,
უნდა თვითონვე მიატოვოს,
ადამიანებს დაუბრუნეს, უთხარი,
მოდებულია სოფელს
რუსიკოს ლოყების სიწითლის ამბავ…
Image
ჶiasco. თეთრი სისხლი

სიკვდილგადატანილებს ცალკე ჩაგვამწკრივებენ,
სათამაშო სიტყვებით დაცხრილურების სია,
სხვებმა არაფრით არ უნდა შეიტყონ,
მათ ხელისგულებმა სხეულზე ღრმა ორმოები
რომ დამიავადა
ნოემბრიდან მომყვება და ვერ დავბადე,
სუნიც კი შემეცვალა, ბორცვები წვრილად იხვრიტება
წიკწიკებს ღრმად გორგალები.
შიგნიდან,
საკუთარ რბილ ნაჭრებს ვჭამ ცოცხლად
გაუმაძღრობის თოთო შიშს გამოვზრდი.
თეთრთმიანი ვარ და თვალების გასწვრივ
წვრილი ხაზები დავისვი.
სიცოცხლისშემთხვევაში, მაგნიტივით ვეწეოდი
კოლონიებს უცხო მეზღვაურთა,
მზით კანგაცლილებს და კუნთებგამობმულებს
მიწას რომ ფეხს არ აკარებეენ
არავინ იცის საიდან ჩამოცვენილებს – ხელისგულებით
სათითაოდ მომჩიჩქნიდნენ და მივქოდი და გზაგზა
მაქცევდნენ. ზედმეტი ტვირთისგან ზურგებს
ითავისუფლებდნენ,
ჩემი გაძარცვული ორბიტა,
როგორც მინაჩამსხვრეული საკლასო ოთახი
ან ორსაწოლიანი უცხოვრებელი საძინებელი,


თანამგზავრის გარეშე ტრიალებდა
ოღონდ სისტემიდან გამოძევებული და
სიკვდილმისჯილებს ცალკე რიგში ჩამდგრებს,
სათამაშო სიტყვებით დაცხრილურებს,
პირში ჩალას გამოგვისვამენ,

თოჯინების სკივრი

Image
წლებია ამ სახლს ვქირაობდით მე და ჩემი ორი და ბალკანური ზღაპრის სამი პერსონაჟი. დედაბრების გზაზე შემდგრები, კბილებდაცვენილები და ენაჭრელები, მხოლოდ ივნისის ექვსში, სამზარეულოს ხის იატაკზე შევამჩნიე, რომ შავი ლაქები სულ არაა მხოლოდ ჭუჭყის და მტვრის ნალექი. სიკვდილი ქალი ეშმაა, ხის ჩლიქებზე დგას და რქოვანს უკან პატარა ფრთები, შავი წაზრდია და წინ კი  პატარა ბიჭივით გოგო ჰყავს მკერდში თავჩარგული ისე დგანან ჯიქურ, უტიფრად და მიჯრით - სანდალოზის სტატუეტია, ძეგლობანაა მასზე ფეხის დადგმა, თუ ერთი ხიჭვი ნემსის ტოლა შესრიალდა წამში გულში შეგიძვრება და შეშდები, არ ამართლებს ნიჩურტი ხელზე, და მაგ დროს მხოლოდ ის გახსოვს, როგორ აღმოაჩინე ხუთი წლისამ მეორე სასაფლაო, როცა ვიწრო მავთულბადეს გაუძვერი და დიდი ველი საფლავის ქვებით დანაღმული  შენს წინაშე გადაიშალა. შენ გაბედე და ახლად გათიბულ ბალახებზე გადაიარე,  სადღაც სოროში გველი გასრიალდა, აქ ხელის გაშვერის ეშინიათ მიცვალებულებს, თუ შენდა უნებურად თითი გაიშვირე სამჯერ უნდა იკბინო მერე, უკარო სტადიონზე სკოლის მოსწავლეები თამაშობდნენ ფეხბურთს და მათი ბურთი საქექაოდ გამოსული კ…