ჶiasco. თეთრი სისხლი

სიკვდილგადატანილებს ცალკე ჩაგვამწკრივებენ,
სათამაშო სიტყვებით დაცხრილურების სია,
სხვებმა არაფრით არ უნდა შეიტყონ,
მათ ხელისგულებმა სხეულზე ღრმა ორმოები
რომ დამიავადა
ნოემბრიდან მომყვება და ვერ დავბადე,
სუნიც კი შემეცვალა, ბორცვები წვრილად იხვრიტება
წიკწიკებს ღრმად გორგალები.
შიგნიდან,
საკუთარ რბილ ნაჭრებს ვჭამ ცოცხლად
გაუმაძღრობის თოთო შიშს გამოვზრდი.
თეთრთმიანი ვარ და თვალების გასწვრივ
წვრილი ხაზები დავისვი.
სიცოცხლისშემთხვევაში, მაგნიტივით ვეწეოდი
კოლონიებს უცხო მეზღვაურთა,
მზით კანგაცლილებს და კუნთებგამობმულებს
მიწას რომ ფეხს არ აკარებეენ
არავინ იცის საიდან ჩამოცვენილებს – ხელისგულებით
სათითაოდ მომჩიჩქნიდნენ და მივქოდი და გზაგზა
მაქცევდნენ. ზედმეტი ტვირთისგან ზურგებს
ითავისუფლებდნენ,
ჩემი გაძარცვული ორბიტა,
როგორც მინაჩამსხვრეული საკლასო ოთახი
ან ორსაწოლიანი უცხოვრებელი საძინებელი,


თანამგზავრის გარეშე ტრიალებდა
ოღონდ სისტემიდან გამოძევებული და
სიკვდილმისჯილებს ცალკე რიგში ჩამდგრებს,
სათამაშო სიტყვებით დაცხრილურებს,
პირში ჩალას გამოგვისვამენ,
ქვემდებარეებად ჩაგვინიშნავენ და ორიდან
არც ერთს არ გვაღირსებენ,
სხვები თუ გეჰეენიას გამოიზამთრებენ, სამაგიეროდ:
საუკუნოდ მზის ქარიშხლები გამოგვაშრობენ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო