Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2012

ზაფხულის სიჩუმით თენებები

1.
სახლ-კარ დავსილო

წელიწადის პირველი თვე გაზაფხულისა,
ორანტა


მახსენდება, ხანდახან,
როცა აღარ ვმოძრაობ თვითმარქვია მკვდარი,
სახლში ვდევარ უსარგებლო, გაუქმებულ ნივთივით.
როცა გარეთ, ასე მოშორებით, ჩიტები, ცა და ადამიანები
შეხმატკბილებულად პასტორალობენ,
აი, მაშინ, თუ გამახსენდება, მახსენდება, ხანდახან,
რომ დიდი მინდორი მაწვება ზემოდან
და გაშლილა მდელო მთელ სხეულზე.
რომ წყაროც ვარ და კორომიც, ერთდროულად.
ბალახების ფესვებს მე ვზრდი,
მე ვასაფლავებ უპატრონო გველის წიწილებს,
მე ვაბუდებ საღამოობით ნიჟარებიდან გადმოცვენილ
ბებერ ლოკოკინებს, წყალქვეშეთში.
ხანდახან, მგონია, რომ სადაცაა ჩავვარდები,
ჩავიზნიქები,
მიწაც ვრბილდები ხშირ წვიმებისგან.
რომ სურვილმა წამომიაროს და ასე ავდგე,
წამოვდგე და ფეხი გავშალო,
გადმოვყარო იფნის ხეების
ფუღუროებიდან ჭალაში გაფუყული ყვითელი ბარტყები,
წყლები დავღვარო.
რომ წამოვიღო აყვავებული ველური აკაციები
და მწიფე ლეღვის ნაყოფები, დახეთქილები შუა მზისგან
გზაგზა დავფანტო.
განა, ამასაც ვფიქრობ, არ გამაჩერებენ!
გამაჩერებენ, ხელს შემავლებენ,
აბა როგორიაო, აბა, ვინ წამომდგარაო მიწიდან
მკვდარი ვ…

რაბია

„რომ არ ესწრაფა ცად აღმართულს ფრთოსან გველებზე,

„ევრიპილუსის ქალაქი, სად ქალნი კოსისა რქით შეიმოსნენ..“ მედეას ლტოლვა. ოვიდიუს.

რამადანის თვე 1.
არვიცივინვარ, ვინვიყავი, რამერქვაქვეყნად,
რატომგანქარდაჩემისახელი,
რატომარავისაღარახსოვსისსილამაზე,
თმამოკვეცილად, უსახელოხომარგაჩნდები?!

როცაგინდაშეამჩნიოშენსთვალშირიდე,
გადექიგანზედაშეხედესულისმზერით,
ხედავ, როგორჰგავსშენსსხეულშიგამხმარიხე
გვალვისნაყოფს,
ესსიყვარულიცაპოკალიპტურმხეცისსახით
გამოიჩინე, გამოისახე,
როგორცსაშიშიხანძარი, წითელი,
რომელიცცეცხლისენითგწვავდა, შიგნითდა
მიჯრით,
დაგეშილიასემიუშვი
დარქებიდაეშვებიძლოვანსხეულზე
წანაზარდებიგადაუმსხვირე,
რომამისშემდგომ, ადგეისევ, გააგრძელოგზა,
და

რამადანის თვე

და როგორც ბავშვი
ფიქალი ქვით რამადანის თვეს
შუა შუკაში თხილებს ამტვრევს
ასე ვიმსხვრევი ხერხემალში და თვეც იცვლება

ასე. რიტუალური ხელბორკილებით

qevanas განხილვა ნატა ვარადას ვთხოვდები

\"ვარადას ჭორები.
შვიდის ხუთ წუთზე, ოპერის წინ, გაჩერებაზე, ხუთი წუთით დავაგვიანე. ამიტომაც, მთელი ხუთი თვე, ოპერასთან, ხუთი წუთით ჩამომდგარს, ცარიელი აფიშის კითხვა მერგო სასჯელად. შემდეგი სპექტაკლი..
როგორც წესი, დიდი კარგვის სეზონი ასეთ წამიან დაგვიანებებს მოსდევს. ცარიელი აფიშის კითხვა - როგორც სასჯელი - კარგი დეტალია. დგას გოგო და ვხედავ ამ გოგოს.


რა ვუყოთ ახალ ჩვევებს თუ მივეჩვიეთ? რომელ ურნაში გადავუძახოთ? გაუძლებს ბოძზე აკრული მწვანე? ჩემი ბავშვობის საფოსტო ყუთს რომ მაგონებს, დაუზარებლად.
ბავშვობის საფოსტო ყუთი და ბავშვობიდან შემორჩენილი უსუფთავესი მოგონებებიც ეფექტურია, მაგრამ ამ ნაწყვეტში თითქოს არაფრის მომცემი ჩემთვის - საფოსტო ყუთი დიდი ქალაქიდან მოსული წერილებით სავსე უნდა იყოს, კავშირი - უფრო დიდ სამყაროსთან, წყურვილი ინფორმაციის, ემოციების, როლეიც მოგდის სხვა ქალაქიდან.. აქ კი ბოძზე აკრულ მწვანეს, რაც, მთლად კარგად ვერც ვიცანი, აფიშაა თუ სულ სხვა რამე, ვერ გადავაბი...
შენს ნადგომ სივრცეში იდგა სუნი, რომლითაც დავსნეულდი.
სუნი გადამწყვეტია. სუნით უყვარდებათ. მეც სუნით შემიყვარ…

Eeskizi nata varadas poeziaze

Ggiorgi kekeliZe nata varadam, romlis poeziasac, me mgoni, daarsebis dRidan vaqveynebT lib.ge-ze da romlis ideac gaxlvaT ,,literaturuli palitris” mkiTxvelis winaSe warmodgenili proeqti, gamogitydebiT, pirvelad Cemi yuradReba fsevdonimiT miiqcia, romelic Tavidan ratomRca araqarTuli gvari megona (vTqvaT Nnerudas gavleniT). mere da mere, roca natas poezias ufro dawvrilebiT gavecani, anu gvar-saxelis gamocanas gavcdi, davaskveni: Tu ki literaturis TeoriaSi SemovitanT axali tipis cnebas, maSin misi Semoqmedeba namdvilad ,,tragikul narativs” miekuTvneba. Ees aris sakuTari biografiis, gnebavT yovledRiuri yofis furcelze gaSiSvleba, erTgvari mxatvruli eqsibicionizmi, rig SemTxvevaSi cota provokaciuli, zogan monotonuric, xan ki tropuli da saTanado. vTqvaT Zalian originaluri saTauri, ukve metafora : ,,A Crdilebis welTaRricxvamde”, anac : ,,obobebis gabmuls siCumes vwmend riJraJamde” (es idiomaturi metyvelebis mSvenieri nimuSia, erTis mxriv gabmuli (rogorc Zafi) da meores mxriv gabmuli, rogorc vTqva…

დაგეროტიპი

Kventin kompsoni -

ნატა ვარადა -  7.08.2007

თვე - დეკემბერი ( ქრისტეშობის თვე)
ამინდი - თოვლი მთიან სოფელში
მუსიკა - შუბერტის სიმფონიები, ხანდახან ჯაზიც, ვოკალურიც და ინსტუმენტულიც( დინა ვაშინგტონი, ელა. .)
მხატვრობა - ამადეო მოდილიანი, მატისი, ირაკლი ფარჯიანი
წიგნი - დავითნი
ფრინველი - ბეღურა
ყვავილი - ზამბახი
ინსტრუმენტი - ვიოლონჩელო
ფილმი - ნატვრის ხე
რეჟისორი -მიქელანჯელო ანტონიონი
ტბა - ძალიან მწვანე, თითქმის ველურ, გაუვალ გარემოში,



ნამცეცუნას ნატა ვარადა

ფერი-ძალიან ლურჯი.
ხმა-რხევადი ბგერების არითმია.
მუსიკა-"ფორთიშედის" ტონლობაში.
მდგომარეობა-ასინქრონი, და მუდამ სინქრონში დაბრუნების მცდელობა.
ამინდი-ქარიანი, შიგადაშიგ წვიმს, შეიძლება მზემაც გამოანათოს ხანდახან.
კადრი-გული, რომელშიც ადამიანებია ჩახატული და კიდევ გაიზრდება.
ფონი-ოკეანე.
ფრაგმენტი-"ლაზარეს აღდგინება".



თამთას ,, გულბაგუნა გოგო” (ვარადა)

პროფესია - სერიოზული ქალია
ქალაქი - დედაქალაქი
ბავშვობის სახლი - ისე უნდა ვკითხო
ფრაზა - მენატრება ცისფერი ყვავილი...
ფერი - უფრო წითელი... ალისფერი...
ხმა - …

3

3. აჰა, ქათმისფეხება ხის სახლის ალქაჯის ტიპიკონი: მწვანე მინის კოლბებისათვის გვირილების ნახარშს ირმის რძეში ვაზავებ, სხეული უნდა დოლბანდებით შემოვიხვიო და მილიონი წლების მერეც, დაგხვდე ასეთი, ნესვისფერი და ტანზე ატმის მსგავსი ბუსუსით. აჰა, ქოთანში მჯდარი, გადამფრენი უცხო ქალ-ფრინველი, სიყვარულს ბალახივით მოვცელ და ვახმობ, რომ სიჯიუტით გავაძლიერო. როდესაც ზღვის თავზე, ქაფიან ტალღებზე პლანეტასარხეინად მივაფრენ, ვერცხლის ღერებინიავზე მეშლება. მზეში ბურთი მეთამაშე, ერთი სიტყვით რომ შემაჩერო: ძეგლი. ეს თამაში ხომ შენთვისაა.

ლაზარეთი. დაო სიდონია

გამახსენდა: სიზმარი იყო, მაგრამ, რადგან გამახსენდა, ვამბობ მაინც, ჩემი რა მიდის. რადგან ღია ვაგონში ვზივარ და სამადგილიან სკამზე მივყუჟულვარ, რა ბევრი ტვინის ჭყლეტვა ამას უნდა, მეტროპოლიტენით ვმგზავრობ. ვის ვემალები აზზევერ მოვდივარ, მაგრამ აშკარად კი ძებნაში მყოფს ვგავარ, ჩემი აწურული და ასევე დაწურული სიფათისა და მხრების ერთდროულად შემხედვარე. ამავე დროს, ასე ერთნაირად სიფათჩამოღვრემილსა და მხრებაწურულს, შესაბრალისი სახე მაქვს და გული მეკუმშება, სიზმარში, ისე, თითქოს ცხადში ვიყო, ასე. - ზუზუნა, ზუზუნა, ზუზუნა - მესმის ხმა და თვალებით ვიხედები. თავი მოპირდაპირე მხარეს მაქვს მიტრიალებული, სად ეშმაკებისკენ, მე რა ვიცი, აბა?! გამოვიხედე, ხო მაინც, როგორც იყო და რას ვხედავ, მამა ანდრია არ არის?! თვითონ მამა ანდრიაა, თავისი ლამაზი ფეხებით მობრძანებული. ეგრევე გონება გამეხსნა და გამახსენდა, ხო სიზმარში ვარ, მაგრამ მაინც, რომ მე მამა ელიზბარს ვემალები, ჩემს მოძღვარს. იმიტომ, რომ წინა საღამოს ცუდი ინფორმაცია მომცეს. ჩემმა კაცმა, უმსგავსად კი ჟღერს, მაგრამ ხო, ვინც მიყვარს, რა ბანალურია, ღმერ…

VARADA MUDRA

განსაწმენდელი

3 დ.
სოფელში უეცრად წავიდა დენი,
მოვიდა შიში და უკუნეთი.
წაიღო ხმაური ელექტროენერგიამ, ჩამოწვა
სიჩუმე და დროში შევცურეთ.
ამ წამიერ განსაწმენდელში დაბრუნებამ -„შუქი ჩაქრა“,
(მოვარდა დიდი ძაბვა, გადაწვა ყველა ნათურა)
აწ და ამიერ სიბნელემ მოაძებნინა ბავშვს თავის დედა,
დედას ქმარი, ქმარს საქონელი,
ძაღლს ეზო-კარი,
მოხუცს სკამი,
ქურდს ბნელი ღამე უცნობ ციდან მიეცა,
ის რაც უნდოდა, გასაოცარი,
კაცი ურემით შემოიგრაგნა,
ურემზე თივა და დედაბერი უდევს და გზაზე მიჭრიალობს წაბლასთან ერთად,
მათი მეცხვარე ნაგაზი კი უბნის პატარა გოშია ძაღლებს ხმასაც კი არ სცემს.
ბებერ მგელზე დაგეშილია.
მრავალ ჟამი ერ.

უშუქობაა,
რა ვაკეთოთ, აქრობენ ლამპებს და
საწოლისკენ იბარგება მთელი სოფელი, ქათმებივით შეიბუდებენ
შებინდებულზე, ბინდისფერია,
ყველა თავის საძინებელს მიუბრუნდა
როგორც საკანს, მხოლოდ სახლის კაცს
დერეფნის ტახტზე მიწოლილს ნახავთ,
ყარაულობს უმთვარო ღამეს, სანამ ვარსკვლავნი
დაასწრებენ მანტიორის გრძელთითა ხელებს,
ჩასაქრობად. ცის კაბადონზე აინთებიან.

საღათას ძილით წაღებულმა სოფელმა,
ჩაბნელებულ ჩვენს უკუღმართ დროში

ბოროტებისთვის წესის აგება

ნატა ვარადა
ბოროტებისთვის წესის აგება


„სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!” „ლამბალო და ყაშა”. მიხეილ ჯავახიშვილი. 1925 წელი.
1921 წლის 25 თებერვალი, რუსეთის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციის ისტორიული თარიღია. მოთხრობა „ლამბალო და ყაშა“, სადაც ცარიზმის ერთმორწმუნეობის ფარსიამხილებული, მიხეილ ჯავახიშვილმა 1925 წელს დაწერა.იმავე წელს ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდება, ხოლო, შემდეგ ის ქვეყნდება 1926 წელს სახელგამის მიერ გამოცემულ კრებულში „ორი განაჩენი“. ამის შემდეგ მოთხრობას კიდევ ორჯერ, 1933 წელს და 1937 წელს ეღირსება დღის სინათლე. 1937 წელს წითელი სატანა მწერალსაც მისწვდება. მოთხრობას, თან ახლავს მწერლის მიერ გაკეთებული შენიშვნები, სადაც უცხო სიტყვების, ისტორიული თარიღების, გეოგრაფიულ ტერმინთა განმარტებების წაკითხვისთანავე მიხვდება მკითხველი, თუ რა დიდ შრომასთან აქვს საქმე. პირად არქივში მწერლის მიერ გაწეულ წინასწარ მუშაობაზეც მოიპოვება ცნობები. დაცულია საქაღალდეები წარწერ…