რაბია
„რომ
არ ესწრაფა ცად აღმართულს ფრთოსან გველებზე”,
არ ვიცი ვინ ვარ, ვინ ვიყავი, რა მერქვა ქვეყნად,
რატომ განქარდა ჩემი სახელი,
რატომ არავის აღარ ახსოვს ის სილამაზე,
თმამოკვეცილად, უსახელო ხომ არ გაჩნდები?!
როცა გინდა შეამჩნიო შენს თვალში რიდე,
გადექი განზე და შეხედე სულის მზერით,
ხედავ, როგორ ჰგავს შენს სხეულში გამხმარი ხე
გვალვის ნაყოფს,
ეს სიყვარულიც აპოკალიპტურ მხეცის სახით
გამოიჩინე, გამოისახე,
როგორც საშიში ხანძარი, წითელი,
რომელიც ცეცხლის ენით გწვავდა, შიგნით და
მიჯრით,
დაგეშილი ასე მიუშვი
და რქები და ეშვები ძლოვან სხეულზე
წანაზარდები გადაუმსხვირე,
რომ ამის შემდგომ, ადგე ისევ, გააგრძელო გზა,
და როგორც სიტკბობება ბავშვის სიწმინდე,
შემოუშვა გულში, სადაც
მეოთხე დადებითი სისხლის ანალიზით
იქცე ანგელოზად,
ოღონდ ჯერ სიყვარული-მასხარა
დაცინვით მოიცილე, მოიწვი.
2.
ამ სახლის კედლებს და იატაკს
ქვის მაგიერ სარკე აქვს,
როგორც არადამიანს გულის ნაცვლად ქვა.
ამ სახლის სარკეებში
ვინც ცხოვრობდა ის მე ვიყავი,
და ახლა ყველა ჯვალოს და ზეწარს,
სულის შებერვით ჰაერში ვგზავნი.
რომ მოვასწრო თვალის შევლება,
რომ ერთხელაც დავიმახსოვრო,
ჩემი წითელი ლამაზი თმა და
გამჭვირვალე მწვანე თვალები,
სანამ რამადანს
გადაიხდიან მწვერვალებზე მსხდარი მლოცველნი,
სანამ გალობას წამოიწყებს ტყის განდეგილი,
რამადანის უცნაურ თვეში, ბუნიობას,
შემოდგომის ამინდის ცვალებადობას
მინდა ვაჯობო -
და სუდარებს წვიმისგან და ქარიშხლების გამო
დაფლეთილთ
ვაძრობ ძველ კედლებს, ხავსმოდებულ დამბალ იატაკს,
ხის ჭიისგან დახრულ ავეჯის კარსსაც და
ვხედავ, ყველა მინა დამსხვრეული
გადატეხილი, ვხედავ, როგორ
დამჩეხია მთელი სხეული
და როგორც ბავშვი
ფიქალი ქვით რამადანის თვეს
შუა შუკაში თხილებს ამტვრევს
ასე ვიმსხვრევი ხერხემალში და თვეც იცვლება
კალენდარზე.
ბოლო ფურცელზე 1966 წელს
ფანქრით პაპას მიუწერია:
„სექტემბრის ბოლოს ჩვენი მერცხლები
შინ მშვიდობით მიბრუნდებიან.
წვიმას იწყებს. დილა."
„ევრიპილუსის
ქალაქი, სად ქალნი კოსისა რქით შეიმოსნენ..“
მედეას ლტოლვა. ოვიდიუს.
რამადანის თვე
1. არ ვიცი ვინ ვარ, ვინ ვიყავი, რა მერქვა ქვეყნად,
რატომ განქარდა ჩემი სახელი,
რატომ არავის აღარ ახსოვს ის სილამაზე,
თმამოკვეცილად, უსახელო ხომ არ გაჩნდები?!
როცა გინდა შეამჩნიო შენს თვალში რიდე,
გადექი განზე და შეხედე სულის მზერით,
ხედავ, როგორ ჰგავს შენს სხეულში გამხმარი ხე
გვალვის ნაყოფს,
ეს სიყვარულიც აპოკალიპტურ მხეცის სახით
გამოიჩინე, გამოისახე,
როგორც საშიში ხანძარი, წითელი,
რომელიც ცეცხლის ენით გწვავდა, შიგნით და
მიჯრით,
დაგეშილი ასე მიუშვი
და რქები და ეშვები ძლოვან სხეულზე
წანაზარდები გადაუმსხვირე,
რომ ამის შემდგომ, ადგე ისევ, გააგრძელო გზა,
და როგორც სიტკბობება ბავშვის სიწმინდე,
შემოუშვა გულში, სადაც
მეოთხე დადებითი სისხლის ანალიზით
იქცე ანგელოზად,
ოღონდ ჯერ სიყვარული-მასხარა
დაცინვით მოიცილე, მოიწვი.
2.
ამ სახლის კედლებს და იატაკს
ქვის მაგიერ სარკე აქვს,
როგორც არადამიანს გულის ნაცვლად ქვა.
ამ სახლის სარკეებში
ვინც ცხოვრობდა ის მე ვიყავი,
და ახლა ყველა ჯვალოს და ზეწარს,
სულის შებერვით ჰაერში ვგზავნი.
რომ მოვასწრო თვალის შევლება,
რომ ერთხელაც დავიმახსოვრო,
ჩემი წითელი ლამაზი თმა და
გამჭვირვალე მწვანე თვალები,
სანამ რამადანს
გადაიხდიან მწვერვალებზე მსხდარი მლოცველნი,
სანამ გალობას წამოიწყებს ტყის განდეგილი,
რამადანის უცნაურ თვეში, ბუნიობას,
შემოდგომის ამინდის ცვალებადობას
მინდა ვაჯობო -
და სუდარებს წვიმისგან და ქარიშხლების გამო
დაფლეთილთ
ვაძრობ ძველ კედლებს, ხავსმოდებულ დამბალ იატაკს,
ხის ჭიისგან დახრულ ავეჯის კარსსაც და
ვხედავ, ყველა მინა დამსხვრეული
გადატეხილი, ვხედავ, როგორ
დამჩეხია მთელი სხეული
და როგორც ბავშვი
ფიქალი ქვით რამადანის თვეს
შუა შუკაში თხილებს ამტვრევს
ასე ვიმსხვრევი ხერხემალში და თვეც იცვლება
კალენდარზე.
ბოლო ფურცელზე 1966 წელს
ფანქრით პაპას მიუწერია:
„სექტემბრის ბოლოს ჩვენი მერცხლები
შინ მშვიდობით მიბრუნდებიან.
წვიმას იწყებს. დილა."
რუბაქის
თვე
შუაღამისას
თითქმის ყველა ჩიტი მოფრინდა,
ყველა
ჩიტმა მომინახულა,
ჯერ ჭალაკის
ბულბულის ხმა მომწვდა შორიდან,
ბოლოს
მოლაღურს გირჩებზე, ნაძვზე გაღვიძებულს,
ყური მისწვდა
და ძლივს გამოვვიგნე აქეთობისკენ:
ძილქუშია რუბაქის თვე,
უკან ვიბრუნებ, რაც ამავე დროს
ცრემლივით მდის, არადა, სჯობს,
ჩავეჭიდო, ფესვებიანად ამოვძირკვო, დავაგდო
მზეზე
გამოვახმო და როცა ტაროსი ჩამოდგება,
მისგან ჩაი დავაყენო.
დასავიწყებლად გამოვიტანე რეპტილიის სიყვარული,
როცა მის ქერცლოვან კანში ვცხოვრობდი,
მისი ძრწოლა და ვნება მეფარა,
და ღია ზღვაში ვრონინებდი,
ვიტაცებდი სხვა ამფიბიებს, ფსკერზე
როგორც ნანადირევს მივათრევდით, ბასრი კბილებით
ვაქუცმაცებდით.
სპილენძის ქვაბში წვიმის წყალი
ალვის ცეცხლი ზედადგრის ქვეშ
ქერცლოვანს რომ დავეხსენი,
ადამიანებს ვერ გავექეცი,
კაკლის ხეზე ცალი ფეხით ჩამოკიდული,
სალესავი ქვით და დანით
ჩამომატყავეს და ამქნეს, სამაგიერო.
ცხადიდან თუ განდევნი ამათ,
სიზმრებიდან მოგეპარებიან,
ღამე თუ ძილს აიკრძალავ, ჩვენებებად გარდაისახებიან
გარდასახვებს თუ სამანს დაუდებ,
რუბაქის თვის ძილქუშშს მოგგვრიან -
დანებდები და მიიღებ მათ:
რეპტილიების ოჯახობას.
აი, ვარდისფერ თენებისას, აი ამ დროსაც
კეთილსურნელით წამოვა და მოიფინება,
ზამთარ-ზაფხულ,
ბაღის ხავერდა გაშლილ ვარდივით
არცა ჭკნება და აღარც გახმება.
და სეზონები, თვეები, წლები
კარტის ქაღალდის მსგავსად ავრიე,
კედელზე პაპის ნაქონ კალენდარს,
ჩამოვკიდებ და გზას გავაგრძელებ.
შამანის
თვე
იცოდე,
მიწაში ჩაგდებ და ამოგიღებ,
მიწა რომ
გაგსკდომოდა, ეს გერჩია,
მიწაშივე
დაგფლავ და დაგივიწყებ..
- გაუშვი
გულო, ნუ დაწყევლი კაცს, რომელიც
მთელი ზამთარი გაძლევდა სითბოს და
მზის ნაცვლად დილაობით გაყინულ გზას
გიკვალავდა შიშველ ფეხებით, გაუშვი,
ახლა აჩუქოს სიცოცხლის დღენი, სხვასაც. რიგით
ალბათ,
მერამდენაღეცს.
შენ კი, იმ ბავშვებს შეუძეხი საღამოს ბაღში,
ვინც ვერ გაბედეს, ამქვეყანაზე გამოჩენა და
პირი შეკრეს.
ყველა დარღვეულ მარხვას პასუხი
მოეძებნება შამანის თვეში,
სიყვარულისთვის გამართლდება ყველა უკუთქმა.
მარტოსულებსაც მოკრეფს, გაარჩევს, მგზავრი,
რომელსაც ღვინოსავით ხასხასა სამოსს, მთვარის
შუქზე
ფარვანები აფრინდებიან,
ამ უცხო მგზავრს თუ შენს მუხის კართან ნახავ
შეჩერდა,
ვახშმისთვის ლუკმა გადადებული არ დაგენანოს,
მისი საგზალი, სულ სხვა არის, მისი პურიც
ცხრა ცას იქეთ მომკილია და
ისეთ ხელებს მოუზელია ვარცლში ცომი,
მთელ სიცოცხლეს არ მოგაშიებს,
არც მოგანატრებს, მადლის მფენია.
და თვალის თხელი გარსაკრავიდან
გადმოცვენილი ცრემლების ასხმა,
მარგალიტის დაბადებას ჰგავს.
es gansakutrebulia chemTvis.
ReplyDelete:)
ramadanis farnebi
arc vicodi tu mzas midiodnen mlocvelebi