Posts

Showing posts from July, 2010

Butco

Image
2010.07.28 სიტკბო ჩაუდგა და სითხე გასდის გადამწიფებულ ლეღვის ნაყოფებს, სდის თეთრი წვენი - რძეა, აპურებს წყალქვეშ ნამყოფებს. შიშველი ტერფით აბიჯებ ქვიშრობს, სურნელი ქვევით ქვესკნელში დგება - მღვრიე ოფლის და დაქცეულ თესლის. მზესუმზირები მზეს იწურავენ მოჭრილ თავების გვირგვინებიდან. მთვარე არსიდან დაგვნათის. ვიწვებით ყინვის სიჭახჭახეში და დემონთა ხორკლიან ენებს ვახვედრებთ ტყავ ახეულ ძვალ ხელის გულებს. ჩვენ, ბეწვის ხიდზე სისხლდენით დავდნით. ჩვენი ორგაზმები საშოდან ამოლოკეთ. ახლა კი როგორც ჩვილნი, ვჩხავივართ და უცხოები კალთას გვისვამენ, რომ ამოვჩიჩქნოთ ჭანგებისგან ამძვრალი ხორცნი. ჩამოაღწია შენმა სუნმა. ცხვირის ნესტოებს ვბერავ მიყვარხარ - ძუძუს დვრილები გადამეხსნა, ხსენით მევსება მდის. ნედლ ფიჭვს ხომ ისევ დასცვივდება ბავშვივით ნაყოფები. გადაღმა ხე და ბუჩქი, ბალახი გახმა. ხმა: მე კი ვირწყვები, შენით ნასუნთქი ჰაერიც კი ნოტიოვდება.

ჯერ ხეები, ქვები. მდინარეები. ჩვენც

Image
ივლისი. გაჩვილდა შემოდგომა. - ჯერ ჩვენ - შრიალებენ ტანწვრილი ნეკერჩხლები. ქვებიც დათლილები, დგანან გვდარაჯობენ. ასე ჩამოქანცულ დილას ამ ზაფხულის გვერდი ავუარე, ალვას ავაცქერდი. თავი მოწიწებით მერე დავუხარე, მე ხომ ისევ მახსოვს, შუა ბავშვობაში, ხევთან მდგარი ალვა უყვავილო, ფოთოლს ათი ათას ერთხმად აამტვერებს, მამის განრისხებულ გულს რომ გააყოლოს: ერთი. დაკვრა. მეორეც. აცდეს გოგოს ცრემლი. ცულსა ცუნცულასა ტარი გადაუტყდეს. ქვები?! პაპის ძალას ქვები აწონიდნენ. თავს აიმჩვილებდნენ. როცა გწამს ისევ მოგყვება ჯანი და ქვებსაც გადაზიდავ ბაღიდან ეზოში - ესე იგი ცოცხლობ. აქ: მშიერი ლეკვივით ავეკარი მღვრიე მდინარის დამშრალ კალაპოტს. იქ: დედაჩემი უეცრად გამიბავშვდა. ჯიუტად მოითხოვს, ტკბილეულს, გასართობს. უკბილო - მხედავს და გულღიად იცინის - მე უნდა ვიშვილო! ტანით ვგრძნობ: ივლისი. ჩვილდება შემოდგომა. მორჩილად ჩაბრუნების უსულო მდგომთა იწყება სპექტაკლი- ჩვენთვის, სულიერთა გადაღლილ არსებების, ადამის ცოდვიან მოდგმა-ჯილაგისთვის. 2010.17.07

Marka. საკრის მეორე მხარე

Image
დელფოს ორაკულს სარკოფაგდახშულს შავუხრწნელი სხეულით გაუმჭირვალე ჰაერია. თეთრი ფრთის ბუმბული _ პარანოია . ნაცრად სიტყვები დავბადე , ფიჩხის კონა მოვიგროვე ხელისგულებში , გავრბივარ ტაფობისკენ დამშრალ ტბასთან დასახლებულთა ჭერახდილ კოშკში , თმამოკვეცილს   აჩეკინებ გველწიწილებს .. სხვა გზა არც ( მ ) აქვს .. ხმა არ გაიღო , სიზმარია გამო, იფხიზლე : დაცვივდა ნედლად აგროვებული წკნელები - სიტყვა , რაც არ გითქვამს , მიყვარხარ , კოცონი შემომხმარ გულით დაინთო .. არ დაგავიწყდე ! არ დაგავიწყდეს , ჩვენ წყალში ვცხოვრობთ და ხმელეთი ფსკერი არის წყალმცენარეთა მყიფე ნიადაგი და ჩვენი შვილები ქალწულს რომ ჩამესახნენ და დაუგრძელდათ კიდურები, ეს მახინჯი ქვირითი მოგეც საჭმელად ყლაპე , ყლაპე გადაგეყლაპა.   ამოგაზიდდა და მოედვნენ აისბერგების ოკეანეს , თეთრ ტაიგას, სადაც ჩვენ ცხოვრობთ ციმბირული ნაძვებია ჩემი ჩვილები, იასონ ! წყლად მესიზმრე. ისევ , ისევ ისე , ცხადში ფიქრად გადაგჭერი , სიზმარში დროც კი გაიყინა . არაფერი მომხდარია