Marka. საკრის მეორე მხარე

დელფოს ორაკულს სარკოფაგდახშულს
შავუხრწნელი სხეულით
გაუმჭირვალე ჰაერია.
თეთრი ფრთის ბუმბული _ პარანოია.
ნაცრად
სიტყვები დავბადე,ფიჩხის კონა მოვიგროვე ხელისგულებში,გავრბივარ ტაფობისკენ დამშრალ ტბასთან დასახლებულთა
ჭერახდილ კოშკში,თმამოკვეცილს  აჩეკინებ გველწიწილებს..სხვა გზა არც ()აქვს..

ხმა არ გაიღო, სიზმარია
გამო, იფხიზლე:დაცვივდა ნედლად აგროვებული წკნელები -სიტყვა, რაც არ გითქვამს,მიყვარხარ, კოცონი შემომხმარ გულით დაინთო..არ დაგავიწყდე!

არ დაგავიწყდეს, ჩვენ წყალში ვცხოვრობთ
და ხმელეთი ფსკერი არის წყალმცენარეთა მყიფე ნიადაგი
და ჩვენი შვილები ქალწულს რომ ჩამესახნენ
და დაუგრძელდათ კიდურები,
ეს მახინჯი ქვირითი მოგეც საჭმელად
ყლაპე, ყლაპე გადაგეყლაპა.
 ამოგაზიდდა და მოედვნენ აისბერგების ოკეანეს, თეთრ ტაიგას, სადაც ჩვენ ცხოვრობთ
ციმბირული ნაძვებია ჩემი ჩვილები,
იასონ!







წყლად
მესიზმრე. ისევ, ისევ ისე, ცხადში ფიქრად გადაგჭერი, სიზმარში დროც კი გაიყინა.არაფერი მომხდარია
 პატარას ვზრდით სხვის  სიზმარში..
გათრევ. ღამედან გათენებისკენ,მიგათრევ ხშირი ტყეებისაკენ... გამო, უნდა გამო, გათრიო წამწამებიდან, დაგსვა ხატებთან და ზეთი გისვა მთელ სხეულზე
ან სხეულის ნაწილებზე, უნდა თითებით შეგეზილოს ჩემი ღმერთი, უნდა მოხვდეს შენი სისხლის ნაწილაკებში,იესო,უნდა გულში უნაზეს პიონებად გაგიყვავილდეს!

სისხლად
ვასაკები წყალწითელას ხეობაში,ვასასობენ.ჰორიზონტზე კედრის ხისგან გამოჩორკნილ კიჩოებზე იალქნები დაუბერავთ შავ-შავ კაცებს,კანიონებს სდით მირონი,ქრისტესისხლას გაუფითრდა ყვავილები -ასფურცელას, უკვდავას და ყვითელგულას
ჩამოუჭკნა ყვავილედი, ბუტკოები გამოუშრა -აფსირტე, ზღვაა მედიუმი, მკვდართა სულებს ნერწყვიანი ენით ლოკავს,

ცეცხლად
ის კი ოჩოფეხებზე შემდგარ ქალს გაყვა,ის კი ჩემს დას, ახალ საყვარელს უწოდებს,ხარშავდეს გამხმარ ბალახ-ბულახებს, ქმრისთვის.რომ ქმრის წინ დაეთუთქოს ნახარშით ჩვილნი,თავისი საშოც. რომ აღარასოდეს, არ ეშობოს უშობელივით უხსენებელთა ჩამომავალნი.

ოჩო-ფეხებს ტალახში ძირი მოუმჩვილდათ -და ჩლიქებად გარდაისახნენ და კენტავრად იქცა ქალი..კენტავრი კი ჩემს დას ჰგავდა აქაფებული აბაზანიდან
შიშველი და ფერხორციანი რომ გამოვიდა და მედეა ჩემი კენტავრი დის ახალი საყვარელი
იგმინებოდა:
"
ცალ-ცალი სურვილით,ცალმხრივობით,ცალმკერდასგან არ გაიკვირვო
ცალ-ცალი რომ მესხას თითები, მხრები,არც შემომხედავ.თვალთ უდაბნოს მტვერი ჩადგა
ქარიშხლების წყურვილით მო()ინელო.ნელ-ნელა უნდა იწვოდე, როგორც მე - ცალმკერდ მოკვეთილი მოვდიოდი,რძე კი მხოლოდ მარჯვენა ძუძუს დვრილებიდან გადმომდიოდა და მშიერი კატის ჭროღა თვალები
(
ქუჩის უსახურნი) მწოვდნენ:
-
განა, გაზრდის შვილს მკვდარი თუ ადგა?!
სამი დღის მიცვალებულს
ჰგავხარ. რას გავხარ.
კაპილარებად მო()დის  სახეზე.
-
ველური ყაყაჩოს წვენია, მე რომ საცრემლეთი ჩამომაყოლეთ.."
/ჩემი მედეა/
რომლის დროშის ქვეშ დაცურავს მარცხგანცდილი გემი;
(
ავიაციის ადმინისტრაციის ბრძანებიდან)

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო