Posts

Showing posts from November, 2021

ტალითა, კუმი*

                        წინაპრებს , მათეს და მართას სულებს   ლამაზმაო თუშის ქალამა , თმანზე შაიჭრანაო თმანიაა *   ასული _ 16 წლისა ქალი    თექვსმეტი წლის   ასული ჩემს სიცოცხლეში კვავლოს ვცხოვრობდი . „ ჭრიჭინობელა პატარა ქალოს ” მიძახის მამა . დიახ . ახლაც იქ ვცხოვრობ , არსად წავსულვარ . ჩემი ანგელოზი ძუძუმწოვარაც აქვეა , თებჟორიკებთან ვათევ ღამეს ძველ აკლდამაში . - ჭრიჭინობელა , პატარა ქალოო , თუნგულა აიღე , წყაროს წყალი მომიტანე , მამა გენაცვალოს , მამას ოქრო გოგო , ვინ არიო ?! _ წამიმღერებდა მამილო ჩემი , ტყაპუჭიანი და მეც მიყვარდა ღელეზე სირბილი , პეპლებსა და დეკებს დავსდევდი , ფეხს , შიშველს , სიპ ქვებს ვანდობდი და ადევნებულ კუტკალიებს კუდებს ვაცლიდი . - მამი , ეგ კომბალ მამეცი და მე ვიცი - მეთქი . მზე სანამ ამაიწვერებოდეს დავადგები გზასა და ავალ აკლდამების ალაგასა . გავხსნი ხის ურდულს , შევიკეცები და დაველოდები იმ უცნაური ქვეყნის მინდვრების , ყაყაჩოებისა და ჩიტირეკიების მოსვლას , სადაც