Posts

Showing posts from February, 2013

წიგნები

 წიგნის სიყვარული ისეთი ჩვევაა, თან რომ უნდა დაგყვეს, თუმცა მისი შეძენაც შესაძლებელია. მე ვერსად გავექცეოდი ამ ჩვევას, რადგან ჩემი ოჯახი და ძველი სახლი, როგორც ადამიანებს, ასევე ეკუთვნოდათ წიგნებს. დიდი პაპის საყვარელი წიგნი, ხელნაწერი ბიბლია, რომელიც მუდმივად თან ჰქონდა, სამწუხაროდ ოჯახის გარე ბიძაშვილმა მოიპარა და მე არ მინახავს. ამბობდნენ ახალსოფლის დიაკვანი, რომელიც იაკობს შვილს ეკლესიურად ზრდიდა, მის მიერ ნაჩუქარი იყო ის ბიბლია. თუმცა პირველი აღმოჩენა, რომელიც მე მეკუთვნის, ცოტა სხვანაირ წიგნებს ეხება. ღრმა ბავშვობაში, კედლის თაროებზე, შიგნით, თვალსმოფარებული ძველი წიგნების მთელი ბიბლიოთეკა ვნახე და რამაც გამაკვირვა, უმეტესობა წიგნებისა გამოცემული იყო 1900 წლებში და ასევე, ისინი ყდაშემოცლილები იყვნენ, მათთგან უხნესი ანტონ ფურცელაძის დიდმოურავიანნი, რომელიც 1890 წელს დაისტამბა და სტამბა კეკელიძისაო, ასე აწერია. ვეფხისტყაოსანი, გოგებაშვილის კლასგარეშე საკითხავი, თამარიანი, ჩახრუხაძე, ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის შექსპირი და კიდევ უამრავი გამოცემა, ვინ იცის წლები ი

ანგელოსი ესმა ონიანი

მწიფე სუნებით გაბრუებული , მე გრძელთმიანი , საზიზღარ ქვეწარმავალივით მივიზლაზნები შუადღის მზეში , დამდნარ ასფალტში . სად გინდა გასვლა , როცა მარტოობა მხოლოდ სასაფლაოზეა და წიგნების მაღაზიაში . დღეს , ურმებზე დაბარგებულ გლეხების ცნობისმოყვარე მზერის არ მაქვს სურვილი , ისინი, ჭუჭყიან პატარებთან ერთად , ყურძნის წვენით გათხუპნულები , მიყურებენ მე - მოჩვენებას , რომელიც საფლავის ქვებს ეფარება . დღეს წიგნის დღეა , მაგრამ ნატალა ტუჩაბზუებით და მტრულად მიცქერს , მისი ანზორი დახლის ქვევიდან ნეკა თითზე წაზრდილი ფრჩხილით პერსონაჟობას იხდენს - ჟანრი უცვლელი. თუმცა , იმ დროს , აბა, რა ერქვა , საშინელებათა?! მიამიტი დედინაცვლის ასულები . გუდიანი კაცი , გვრიტების შემგროვებელი . მაგრამ , წიგნებისგან შორს , ჩემს ქვეყანაში ქუხდნენ მთები, ზღვას კი ქვიშა გადმოსდიოდა . იყო ომი, და ჯარისკაცები , დაუმარხავნი იწვნენ ცის პირას , ბედის ანაბრად. „ თეთრი სტუმრები “ - ჩუმი წიგნი . აი , რა მსურდა . წამოვედი და შემოდგომის საღამოს , დავემალე იქ , სადა

ფიჩხს აგროვებენ დემონები გამხმარ სხეულით

უჭირთ კიდურებს ქარებისგან გამოლოკილ ძვალთა ზიდილი , თავს ზევითაც არ არის ძალა - დილ - დილაობით სახლებიდან ეზიდებიან თითო თოთო დ , ავთვალივით გზად მოგორავენ , ო , როგორი რაკარუკია სიცარიელის , კლდეების და სვეტების მხარეს , დამშრალ ტბის გულზე დ ა ა წყობენ , ვინ საკუთარ მძინარე შვილს აცლის ფხასავით , ვინ აცინცლავს უცხო გამვლელს - სისხლგამდინარეს და ძვლების ა გან კოცონს ანთებენ . სიტყვებით მორჩილს , კაცთა ძვლების ცეცხლზე დაწვავენ , ფოსფორისფერი გა ხდება ზეცა - ამ ფერად სიზმარს არ უწერია არც დღეს ახდენა / მე ვუშვებ   ონკანს დილით , უმძრახზე და წყალსაცავ ი ს ფსკერი ი ვსება თევზის ქვირითით .