ფიჩხს აგროვებენ დემონები გამხმარ სხეულით
უჭირთ კიდურებს ქარებისგან გამოლოკილ
ძვალთა ზიდილი,
თავს ზევითაც არ არის ძალა -
დილ-დილაობით სახლებიდან ეზიდებიან
თითო თოთოდ, ავთვალივით გზად მოგორავენ,
ო, როგორი რაკარუკია სიცარიელის,
კლდეების და სვეტების მხარეს,
დამშრალ ტბის გულზე დააწყობენ,
ვინ საკუთარ მძინარე შვილს აცლის ფხასავით,
ვინ აცინცლავს უცხო გამვლელს -
სისხლგამდინარეს
და ძვლებისაგან კოცონს ანთებენ.
ძვალთა ზიდილი,
თავს ზევითაც არ არის ძალა -
დილ-დილაობით სახლებიდან ეზიდებიან
თითო თოთოდ, ავთვალივით გზად მოგორავენ,
ო, როგორი რაკარუკია სიცარიელის,
კლდეების და სვეტების მხარეს,
დამშრალ ტბის გულზე დააწყობენ,
ვინ საკუთარ მძინარე შვილს აცლის ფხასავით,
ვინ აცინცლავს უცხო გამვლელს -
სისხლგამდინარეს
და ძვლებისაგან კოცონს ანთებენ.
სიტყვებით მორჩილს,
კაცთა ძვლების ცეცხლზე დაწვავენ,
ფოსფორისფერი გახდება ზეცა -
ამ ფერად სიზმარს არ უწერია არც დღეს ახდენა/
მე ვუშვებ ონკანს
დილით, უმძრახზე და წყალსაცავის ფსკერი ივსება
თევზის ქვირითით.
Comments
Post a Comment