დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IVს.)
ხსენება 26 აგვისტო (8 სექტემბერი)




დაუჯდომელი წმინდა ადრიანე და ნატალიასი (საშინაო საკითხავი)

წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IVს.)
ხსენება 26 აგვისტო (8 სექტემბერი)

ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო ადრიანე და ნატალია ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: დედაკაცისა ღმრთივ-განბრწყინვებულისა საღმრთონი იგი სიტყვანი გულსა დაიდევ, ანდრიანე, მოწამეო ქრისტესო, და სატანჯველთა მიმართ გულს მოდგინეთ შებმა ჰყავ, და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა.
სხვა კონდაკი: მოწამეთა საღმრთო ხსენება გამობრწყინდა, და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა, და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ: შენ ხარ, ქრისტე, გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული.


იკოსი:
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება მაღალთა,
შენ ყოვლად წმინდაო, მარიამ, მშობელო, ჯვარს გაკრულისა კაცთა მიერ,
ბჭეთა შემმუსრავისა.

დიდებითა სამებისა გამომსახველისა.

წმინდაო ადრიანე და ნატალია, ევედრენით მაღლითა უფალსა,
გევედრები, სულსა ჩემსა, მოუვლინო  ანგელოზი მფარველი, მწე ჩემდა საჭირველსა.
რომელთაც, ახალგაზრდობაში იქორწინეთ თქვენდა წამებისას ერთი წლით ადრე,
რომელთაც, ბითვინიის ნიკომედიაში ცხოვრობდით იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროსრომელმაც იწყო ქრისტიანთა დევნა და ერთი მოენის მიერ დასმენილ იქმენნ ნიკომიდიიდ მღვიმეში თავშეფარებულნი ოცდასამი ქრისტიანი. კერპთაყვანისმცემლობაზე უარის თქმისათვის საშინლად აწამეს, მაშინ აღმსარებელთა სიმტკიცით გაკვირვებულმა სამსჯავრო პალატის უფროსმა ადრიანემ მწერლებს მიმართე: „მეც ჩამწერეთ, რადგან ქრისტიანი ვარ და სიხარულით მოვკვდები ქრისტე ღმერთისთვის“.
როცა მწერლებმა იმპერატორს მოახსენეს ამის შესახებ, მან თავისთან გიხმო ერთგულ მოხელეს და გითხრა: „ნუთუ შენც შეიშალე და თავის დაღუპვა გსურს? წადი, ამოშალე სიიდან შენი სახელი, პატიება სთხოვე ღმერთებს და მსხვერპლი შესწირე!“
წმინდა ადრიანემ კი უპასუხე: „მე კი არ შევშლილვარ, გონს მოვედი“.
მარტვილის მეუღლე, წმინდა ნატალია, რომელიც აღივსე სიხარულით, რადგან ფარული ქრისტიანი იყავ.
საპყრობილეში მოინახულე და გაამხნევე ადრიანე: „ნეტარ ხარ შენ, უფალო ჩემო, რამეთუ ირწმუნე ქრისტე. დიდი საუნჯე მოგიგია. ნუ დაგენანება ნურაფერი მიწიერი: სილამაზე, სიყმაწვილე და სიმდიდრე - ყველაფერი მტვერი და ნაცარია, უფალს კი მხოლოდ სარწმუნოება და კეთილი საქმეები სათნოეყოფა“.

წმინდაო ადრიანე და ნატალია, ევედრენით მაღლითა უფალსა,
გევედრები, სულსა ჩემსა, მოუვლინო  ანგელოზი მფარველი, მწე ჩემდა საჭირველსა.

ძლისპირი:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო, ყოვლისა დამბადებელო, შეგიგრძნობ ამოსუნთქვითა, სიტყვის ამოსვლისას.
ძეო, არა მიწითა შობილოო, ქალწულის საშოოთ ნაყოფო, ნურცა განგშორებოდე, დიდება შენსა სიწმინდესა,

სული წმინდისა ძალო, მომხედე, შემიწყალე და მიფარე, დამიცავ უკუნ ძალთა, ნუ განმირისხდები ჩემსა უგუნურებასა ზედა, არამედ მოიხედენ და მადლითა შემეწიე.
წმინდაო ადრიანე და ნატალია, რომელნიც ცოლ-ქმარ დაგაჩინათ მაღალმა ღმერთმა,
რომელიც, სცხოვრობდით ნიკომიდიას, დაიმარხვიდეთ საიდუმლოს ქრისტესა, ჯვართმტვირთელისა, სულთა აღდგომის მიმნიჭებელლისა,
რომელიც, ურთიერთ სიყვარულით, არა უარყოფდით ჭეშმარიტ ღმერთსა, დილეგს შეპყრობილნი,
რომელიც, ადიდებდით უფალს, საწამებელის ქვეშე და უერთსიყვარულის გამო, მტკიცედ იდექით რწმენაზედ.

დიდება მაღალთა მამა ღმერთსა, იესო ქრისტესა და სულიწმინდას, რომელნიც გაძლიერებდნენ თქვენ განსაცდელსა შინა.

ტროპარი, ხმა 1:
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

სხვა პყრობილთა თავდებით წმინდა ადრიანე საპყრობილიდან გაგიშვეს, რომ მეუღლისთვის სიკვდილით დასჯის დღე შეგეტყობინებინა.
ნატალიამ იფიქრე, რომ იგი მაცხოვრის უარყოფის ფასად გაათავისუფლესო; მაგრამ ქრისტეს ტარიგმა დაარწმუნე, წამებას არ გავქცევივარ, ჩემი აღსასრულის დღე მინდა გაუწყოო.
წმინდა ადრიანე სასტიკად გაწამეს. წმინდა ნატალია განამტკიცებდი ქმარს; ევედრებოდი, ღვთის წინაშე პირველი ლოცვა მისთვის აღევლინა. მტარვალმა ბრძანა, ადრიანესა და სხვა მსჯავრდებულებისთვის გრდემლზე ხელ-ფეხი გადაემსხვრიათ. უღმრთოებს სურდათ, დაეწვათ მათი ცხედრები, მაგრამ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და ღუმელში ცეცხლი ჩაქრა. ბევრი ჯალათი ემსხვერპლა მეხისტეხას.
ლაშქრის ერთ-ერთმა ათასისთავმა იმპერატორისგან მომხიბლავ და მდიდარ ნატალიაზე დაქორწინების ნებართვა გამოითხოვა, მაგრამ ქვრივი ბიზანტიონში გაიხიზნე და მეუღლის წმინდა ცხედარიც თან წაასვენე.
სადაც,  ძილში წმინდა ადრიანე გამოეცხადე და აუწყე, რომ მალე მიიცვლებოდა. გადატანილი სატანჯველებით მოუძლურებული ქრისტეს ტარიგის სული, მართლაც, მალე შეგივედრა უფალმა -  მეუღლის ცხედარს დააკვდი.

წმინდაო ადრიანე ნატალია, მოხედეთ ჩემსა ცოდვათა სიმძიმესა, სულსა მტვერით დაფენილს, გვამსა ჩემსა გარყვნილებით და შვიდთა ვნებითგან შეურაცხყოფილს, მოუხმობდეთ ჩემსა მფარველსა ანგელოზსა, წმინდაო ადრიანე და ნატალია, მეოხ მეყავნთ.

კონდაკი:
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

დიდებით მოსილსა და ვარდთა სურნელებით გასპეტაკებულსა, დედას იესო ქრისტესი, მარიამსა, შევევედრები მოწამებრივ სულებს წმინდანთა ადრიანესი და ნატალიასი, რომელ  არ უარყვიათ სიცოცხლეში უფალი და რომელნიც ისე აღესრულენ წმინდა პირით ადიდებდნენ უფალსა,
წმინდაო ნატალია და ადრიანე, მეოხ მეყავნით გამოვაჩინო შვილი უფლისთვის;
წმინდაო დედაო,  სიკეთით და სიმართლით შემკულო, ველის შროშანო, შემავედრე მოწამებრივ წმინდა ადრიანეს და ნატალიას სულებს, რომელთ არა ჰყოლიათ შვილები, არცა გოგო და არცა ბიჭი, რომელთაც მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულით და უფლის დიდებით, დათმეს ამქვეყნიური შვილიერების სიხარული და შეუდგნენ მარტვილთა გზას, რომელთა წმინდა ნატალიამ მის ქმარს, განსაკვირველი ერთგულება უჩვენა და რომელიც გამოიტირა თავისი სიცოცხლის ფასად,
წმინდაო დედაო, უძლიერეს ყრმასა შენსა შესწირეს თავიაანთი სიყვარული, დიდებით აღმოყვნენ ზეციურ კიბეს და ანგელოსთა დარად დაამკვიდრე ისინი სასუფეველსა მამასა ჩვენსას, მოხედე შეჭირვებასა ჩემსასა, განმრავებულს საშიშ მომაკვდინებელ ცოდვათა ჩემდა, მექმენ შემწედ და შემიწყალე, მე, ვითარცა შემიწყალოს ყრმამ შენმა მარჯვენით მაკურთხებელმა.

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
დიდება მამასა და ძესა და სულსა წმინდას.
ამინ.
 

Comments

Popular posts from this blog

ბოროტებისთვის წესის აგება

გოდერძი ჩოხელი - ბებო