Posts

Showing posts from May, 2011

ღმერთუნახავები

Image
RmerTunaxavebi hanmeti xanmetebis gerad iTvleba, oRondac amaTma dedam moyara eseni, TviTon ki mamis saxlSi daxvda. xanmetebi jer mosulebi ar iyvnen, yrmobaSive gamoumJRavndaT nayofieri, uxvmosavliani miwebiken ltolva da gaZlierebuli gravitaciis unari. erT adls ise ar datovebdnen, Wridnen da zed ikerebdnen. Tavis saxels rom daarqmevdnen, mere mis SemoRobvas iwyebdnen. Hhanmetas mamisgan datovebul sakarmidamos qorebiviT utrialebdnen, magram hanmeti ris hanmetia, ixtibari waixdinos. misi mTavari ambavi isaa, rom jer daZinebuli aravis unaxavs, TviTon ki Tavis Tavs cota ucnaurad kia da RmerTunaxavad moixseniebs. ase ambobs, RmerTunaxavi me miwaSi ar Cavalo. ki arigebs xanmetTa uxucesi xucesi, Tu ar Caxvedi, RmerTs sada naxavo, magram araferi esmis hanmets. auRia Tavi, auRerebia da cas aSterebuli Tvalebs sulwawymediliviT erT adgils ar aSorebs. xan naklebi CiCini sWirdeba, xan meti, magram mainc Seayare eTers tilia Sedegi. xanmetebi miwis Tvaluwvdeneli adgilebis kacebad arian saxe

მუნჯის ენა

Image
მუნჯის ენა დედაო , ამომედგეს ისევე ენა , ბგერები ერთმანეთს გადაებას , თოკზე თვალდახუჭულს უჯოხოდ გამეარა . ცერა თითი ნეკასთან: მომყევი ! შუა თითი არათითს: წვიმის ხმაა , სუნიც მიწას ასდის ბალახის . გადამეყლაპა სულ შემთხვევით ზამთრისპირს   ენა , ხელის ცეცებით   მოგაგენი კი არ განიშნებ , არც გესალმები , თითით გიჩვენებ ( ცუდი ჩვევაა ) ეს ჩემს ენაზე ვლაპარაკობ . თვალი დამიგდე . არათითი ხელისგულს: ორ ლოდს, ამღვრეულ მდინარეში, დევის ახალშობილ ბახალებს , რა უნდა ?! გასაყოფად უნდა განეწყო . კლდის ყვავილებიც ისე ნაზები , ცისფერები და ვარდისფერები – დუმილით რამდენს ბაასობენ. მიკვირს როგორ ეკვრიან კლდეებს , მიწა არ ყოფნით , ცით სააზრდოობენ , მომეც მე   ამათი გაძლება . ხელის ცეცებით გიხსნი, მოგძებნე . აზრი სიტყვებს მაშინ აქვთ მხოლოდ , როცა გულის გზას ადგანან და გულის კარიც იღება მაშინ , როცა ავდარში მოხვდება მგზავრი . ცერა შუათითს , ამათ შუა საჩვენებელი: დაგორებული ხნულებიდან ამოსული ბინდის ჩრდილების პირუჩუმარ პრო

ფოსტოგრამა

Image
და ასეთ დროს მარტო შენ მჭირდები და შენ საერთოდ დედამიწაზე არ ხარ. Mr.N ძილ-ბურანია გარშემო. არჩევანი ბეწვზე კიდია - ორი ყუნწი, ორი ხავსი - ანკესივით ჩაგდებული დამშრალ ტბაში. მას ტალღები ელანდება, ჩრდილად ადგია წყლის მოწყდომა, მან იცის რომ სიზმრების აცხადება ისე უბრალოდ არ ხდება. უნდა გაიღო გასაღები, უნდა გაიღო, თუ გინდა რომ ჩაგიდგეს წყალი, უარყოფით კი რას მიაღწევ, ხიდზე მდგარს რომ სათამაშო ჩამოგემგზავრა ხისპოლინო, ხისგან გამოჩორკნილი ბავშვი - მიწა უყოფს პირს თუ ცა, ერთია მაინც, ხელს თუ კრავ, ხელისკვრით ვერც იმას შეირჩენ. მოხმობით ძელიც კი მოისხავს ყლორტებს, სურვილი თქვი შენ: სამიდან ერთი მართალია ეს უკვე მოხდა. გამოიძახე ალვის ხე და შენი სახლის წინ, ძელად ჩარგული, დღეს ხედ ხარობს, თუმც უნაყოფო. დაკეტილია პორტი, რადგანაც, გამოაცხადეს: ელოდეთ გრიგალს. ტალღები მშვიდად მიირწევიან, ღუზაჩაშვებულ გემივით ვდგავარ. თითისტარს ბამბის წვრილი ძაფივით ეხვევა სული, რა მორევია, ღმერთუკეებს უკან მიაქვთ სიტყვები, ქამანდები. მავრონერის ჯადვარები თუ გახმებიან.