ფოსტოგრამა

და ასეთ დროს მარტო შენ მჭირდები და შენ საერთოდ დედამიწაზე არ ხარ.
Mr.N

ძილ-ბურანია გარშემო. არჩევანი ბეწვზე კიდია -
ორი ყუნწი, ორი ხავსი -
ანკესივით ჩაგდებული დამშრალ ტბაში.
მას ტალღები ელანდება,
ჩრდილად ადგია წყლის მოწყდომა,
მან იცის რომ სიზმრების აცხადება
ისე უბრალოდ არ ხდება.
უნდა გაიღო გასაღები,
უნდა გაიღო, თუ გინდა რომ ჩაგიდგეს წყალი,
უარყოფით კი რას მიაღწევ,
ხიდზე მდგარს რომ სათამაშო ჩამოგემგზავრა
ხისპოლინო, ხისგან გამოჩორკნილი ბავშვი -
მიწა უყოფს პირს თუ ცა,
ერთია მაინც,
ხელს თუ კრავ, ხელისკვრით ვერც იმას შეირჩენ.
მოხმობით ძელიც კი მოისხავს ყლორტებს,
სურვილი თქვი შენ: სამიდან ერთი
მართალია ეს უკვე მოხდა.
გამოიძახე ალვის ხე და შენი სახლის წინ,
ძელად ჩარგული, დღეს ხედ ხარობს,
თუმც უნაყოფო.

დაკეტილია პორტი, რადგანაც,
გამოაცხადეს: ელოდეთ გრიგალს.
ტალღები მშვიდად მიირწევიან,
ღუზაჩაშვებულ გემივით ვდგავარ.

თითისტარს ბამბის წვრილი
ძაფივით ეხვევა სული,
რა მორევია, ღმერთუკეებს უკან მიაქვთ სიტყვები, ქამანდები.
მავრონერის ჯადვარები თუ
გახმებიან.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო