qevanas განხილვა ნატა ვარადას ვთხოვდები


\"ვარადას ჭორები.

შვიდის ხუთ წუთზე,
ოპერის წინ,
გაჩერებაზე,
ხუთი წუთით დავაგვიანე.
ამიტომაც,
მთელი ხუთი თვე,
ოპერასთან,
ხუთი წუთით ჩამომდგარს,
ცარიელი აფიშის კითხვა მერგო სასჯელად.
შემდეგი სპექტაკლი..

როგორც წესი, დიდი კარგვის სეზონი ასეთ წამიან დაგვიანებებს მოსდევს. ცარიელი აფიშის კითხვა - როგორც სასჯელი - კარგი დეტალია. დგას გოგო და ვხედავ ამ გოგოს.



რა ვუყოთ ახალ ჩვევებს თუ მივეჩვიეთ?
რომელ ურნაში გადავუძახოთ?
გაუძლებს ბოძზე აკრული მწვანე?
ჩემი ბავშვობის საფოსტო ყუთს რომ მაგონებს,
დაუზარებლად.

ბავშვობის საფოსტო ყუთი და ბავშვობიდან შემორჩენილი უსუფთავესი მოგონებებიც ეფექტურია, მაგრამ ამ ნაწყვეტში თითქოს არაფრის მომცემი ჩემთვის - საფოსტო ყუთი დიდი ქალაქიდან მოსული წერილებით სავსე უნდა იყოს, კავშირი - უფრო დიდ სამყაროსთან, წყურვილი ინფორმაციის, ემოციების, როლეიც მოგდის სხვა ქალაქიდან.. აქ კი ბოძზე აკრულ მწვანეს, რაც, მთლად კარგად ვერც ვიცანი, აფიშაა თუ სულ სხვა რამე, ვერ გადავაბი...

შენს ნადგომ სივრცეში იდგა
სუნი, რომლითაც დავსნეულდი.

სუნი გადამწყვეტია. სუნით უყვარდებათ. მეც სუნით შემიყვარდა. ამიტომ ეს ნაწილი, ძალინა სუბიექტურად, ჩემია.

და ღმერთმა არ ქნას,
შემთხვევით გამვლელს სურვილი გაუჩნდეს,
ჩამაკვირდეს, ჩამიღრმავდეს,
თვალებიდან კოპირაითი გაუკეთოს

ჩამოღვენთილ სასოწარკვეთას ვახამებ კოპირაითთან და არ გამომდის.

ჩამოღვენთილ სასოწარკვეთას.
განა გაიგებს, რომ გამტაცა ჭირხლიანი მოლოდინი?
დამიმახინჯა.

ჭირხლიანი მოლოდინი - ცუდი არ არის. მაგრამ როგორია მთლად კარგად არ ვიცი. ოდნავ შემაცია, ეგ იიყო.

ჩვენ ხომ ფართომხრებიან მთიდან
ჩაქცეულ დარდებს გამოვექეცით
და სანამ ფრთოსნები გვერქვა,
სანამ აფთიაქში გაყიდულ გაიშვიათებულ,
წამლის ცარიელ კოლოფებად არ გვაქცევდნენ,
ჩვენით წამლობდნენ,
ძველ იარებს,
ძველ გრძნობებს,
ძველ ღალატებს და ნაიარევს.
მთას კი შეატოვეს იმედი ჩვენი დაბრუნების
და დაშალეს ჩვენი ბუდეები.

ეს ნაწილი საინტერესოა. სანამ ფრთოსნები გვერქვა... და გაიშვიათებული წამლები... მცდელობა რაღაც დიდის მკურნალობის უბრალო წამლით, რომელიც, როგორც წესი, ასეთ იარებს ვერას აკლებს, პირიქით, აჩიქრებს და აღიზიანებს...



იქნება ის დროც მოვიდეს,
შვიდის ხუთ წუთზე
შემთხვევით ჩავლილმა,
არ შემამჩნიო,
ოპერასთან, გაჩერებაზე
ნახევარი საათით მდგარი,
თვალებიდან წამოსული
სასოწარკვეთით მორწყულ გაჩერებაზე, - აქ უკვე გამეორების ეფექტი, ცემი აზრიტ ზედმეტია, ლექსს სიგრძეში ზრდის მხოლოდ და თანაც, აქამდე ერტი ჭორიც ვერ ვიპოვე..

გაჩერებაზე, რომელიც მთელი ქალაქის მსგავსად,
ერთი უბრალო სასაკლაოა. - არა, ამ ფრაზას წაგიშლიდი.

საშობაოდ დანთებულ კოცონზე დგახარ და
ქართველი ჟანა დარკის გმირობა იწერება.
გაქანებული შავ-თეთრი ავტობუსებიდან კი
თავები მოუჩანთ ბავშვებს,
რომლებიც ვარდისფრად ღებავენ ქალაქს,
და რომლებსაც ღერაღერა შერჩენილ ბუმბულს
უკან მიპარვით აცლიან და
უკითხავენ მკვდარი პოეტის ლექსიდან:
\"მსურს გაგაუპატიუროთ და გთხოვთ, დამრთოთ ნება\"
ოღონდ, მართლა, არ ვხუმრობ”.

ეს ნაწილი მე ამ ლექსის ყველაზე ალტერნატიულ ნაწილად მივიჩნიე. მერე ამოვიღე და ისე წავიკიტხე და უცებ მივხვდი, რომ საერთოდ არაფერში მჭირდებოდა. ტექსტიდან ამოვარდნილია.


ნუ დაიჯერებ, რომ
ოპერის წინ,
გულგრილობის გამო აღარ ვარ.
ყინვა, ვირუსი, პაიმორიტი არც ახსენო.
სინამდვილეში,
აი, რა მოხდა:

აი, აქედან გავაგრძელებდი. როცა ცდილობ არყოფნა და არდგომა ახსნა.

და მერე იწყება, ცემი აზრიტ ამ ლექსის მთავარი ძარღვი, რაც მე ყველაზე მეტად მომწონს და მის ფონზე ზედა რამდენიმე ნაწილი, სიტყვები ხარა-ხურაა.

ათი წელია ჩემზე გიჟდება
ეზოში მდგარი ბებერი კარალიოკი.
მამაჩემმა რამდენჯერ დაკრა ცული,
დააშინა, მაგრამ არა და არ დაიშალა.
წელს,
დიდგვალობისწელს, ცოტა შერჩა ნაყოფი
და დედამ სულ ერთიანად გაკრიფა.
მისი კენწერო გვხიბლავდა ამ ნაყოფით,
ბავშვობაში,
მე და ჩემთან სტუმრად მოფრენილ
ზამთრის დიდ, გულუბრყვილო ჩიტებს. - ხო ყველასთვის ისეთი ამბავის, შემჩნეული, ნაფიქრი? ხეებზე შერჩენილი კარალიოკი და ჩიტებ, ჩიტები... და ფინალიც - მთავარი ჭორი, და ერთადერთიც, რაც ამ ლექსშია:

ამ შაბათს ქორწილი მაქვს,
გეპატიჟები.
ბებერ ხეს მივყვები.
თუმცა, პარასკევს
თოკი საბელით, თოკი საბელით
დავეწინდები.

ეს ქორწინება არ შედგება.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო