3



3.
აჰა, ქათმისფეხება ხის სახლის
ალქაჯის ტიპიკონი: მწვანე მინის კოლბებისათვის
გვირილების ნახარშს ირმის რძეში ვაზავებ,
სხეული უნდა დოლბანდებით შემოვიხვიო
და მილიონი წლების მერეც, დაგხვდე ასეთი,
ნესვისფერი და ტანზე ატმის მსგავსი ბუსუსით.
აჰა, ქოთანში მჯდარი, გადამფრენი უცხო
ქალ-ფრინველი,
სიყვარულს ბალახივით მოვცელ და ვახმობ,
რომ სიჯიუტით გავაძლიერო.
როდესაც ზღვის თავზე, ქაფიან ტალღებზე
პლანეტას  არხეინად მივაფრენ,
ვერცხლის ღერები ნიავზე მეშლება.
მზეში ბურთი მეთამაშე,
ერთი სიტყვით რომ შემაჩერო:
ძეგლი.
ეს თამაში ხომ შენთვისაა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო