ვარადა მუდრა

კახა წყალობა-შვილს

გადაშალე სიცოცხლის წიგნი,
გაასწორე:
რომ მე და მას ერთ ანგელოზად
აღვადგენ სასუფეველში.
მე ვიქნებოდი ვარადა და მთარგმნიდა წყალობად.
ბროწეულის და კოწახურის ხეები
გაიცვენდნენ ყვავილებს თუკი
შვილები შემოგვასხდებოდნენ თვალებზე.

ოღონდაც შენი მამის გულისათვის,
გადაშალე სიცოცხლის წიგნი და
გადააკეთე:
იმას სიცოცხლე, მე სიყვარული.
რომ მე და მას ერთ სულად
გადაგვაქცევ სასუფეველში.
ის იქნებოდა წყალობა და მე მისი ჟესტი -
მარცხენა ხელისგული მიწისკენ
ეს ნიშნავს ღვთისგან დამწყალობებას.

არასოდეს არ წამცდება საყვედურივით,
ეს ერთადერთი შესწორება
მთავარ წიგნში,
როგორც ვაშლის ხეების ვარდისფერი
ყვავილობა
აპრილში დაზაფრული დიდი ყინვის გამო -
არასოდეს არ წამცდება საყვედურივით -
ეს ერთი შენი მრისხანების სამაგიეროდ,
ხელრთვა ხომ ერთი
მამა ღმერთი, ძე ღვთისა და სულიწმინდა -
თუ ვეღარ აღადგენ მკვრეთით მიცვალებულთ,
ხომ შეგიძლია, გადაშალე ჩემს გვერდზე,
ფანქრით ან ტუშით
შემიმოკლე სიცოცხლის დღენი.
ეს ერთმა იცოდი,
როგორ მინდოდა,
ვყოფილიყავი წყალობა და ვარადად დავრჩი.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო