ფონი ო კ ე ა ნ ე



ჩემი ცრემლების მარილიან ოკეანეში
თავი დავიხრჩე.

სამოთხე - ტკბილი სიზმარია.

გამოკრეფილი უდაბურების ჩრდილში
ხმელეთი ფეხიდან წავიძრე,
ცისფერი სითხე ვითომ და, შერწყმის ადგილია.

ჩვენ,
წყალმცენარე ხავერდების ხავსიან თმაში,
გამოვიზამთრებთ.

მე ვიქნები მიდიების დიასახლისი -
მხოლოდ შენი იდა სახლისი.
შენ მომიზიდავ მზიან ნიჟარებს -
უმზეობით რომ არ გაგიყვითლდე.

აქ, საფოსტო ყუთს არ შევამოწმებთ,
ცრუსატრფოთა წერილები გზაზე აორთქლდნენ.

აქ, სიტყვებს ლაყუჩებში ჩავიგუბებთ,
მხოლოდ კოცნისას ვილაპარაკებთ.

ტანზე აფცქვნილ კანს შვილებს
სასთუმლად ამოვუგებთ და
გავმრავლდებით.

თუმცა გემებიც იძირებიან,
მერცხლებგამოსხმული იალქნები.

გამიხსენე,
ბავშვობის სიზმრის შენი
სოფია.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო