A. ჩრდილების წელთაღრიცხვამდე


ცხელ კეცზე ვწევარ -სიყვარულმა
აწითლებულ კვირტებივით გამომაყარა.
მთელია დღე და ქარი თანამდევს.
დღეს ქარს დავდევ და ქარიც კუდში მდევს.
უკეთესია ეშვილო ქარებს -თუ გინდა გაქრე.

წამაღრიცხვამდეც არსებობდი
და მილიონი ტყავის გამოცვლა არ დაიზარე
ოღონდ გეპოვნე, ოღონდ ჩემს ტანში ამოსულიყავ.
და მაინც, იქნებ,
ჩვენს აღრიცხვამდეც გამასხვისო დაუფიქრებლად,
სანამ თავიდან მოგაკითხავს ძებნის სურვილი,
ისევ თავიდან აღმოჩენის სიხარულისთვის.

დამშრალ შავ ზღვასთან,
ვინ აწარმოებს გათხრებს?
ვის წერაქვს უნდა წამოედოს ჩვენი ძვლები
ერთმანეთის ტატუირებით?!

რა მარტივად ვჩნდებით, ადვილად.
გვიცოცხლდება თითები, მხრები
და თვალებში მიწის ნაცვლად წყალი გვიდგება.

მონო:
ქვიშის ოკეანეს დავესახლეთ,
ჩამდგარ ქარებზე ვწევართ.
ერთი ამოსუნთქვაც მომაშვილე
და ნებით გაგიშვებ ღმერთთან.

B. მადმუაზელ, კაფე დაკეტილია.
რა ბრძანეთ, მუსიე?
უკაცრავად, მადმუაზელ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო