მდინარეს გაღმა
ეს სასურველი განბანვები, ბავშვობის მერე,
აღარასოდეს დაბრუნდება თუნდაც სურვილად.
როგორც დედის მუცლის ოკეანეს
თბილი საფარი,
როგორც სულად ყოფნის ამბავი.
დასაბრუნებლად, დღის სინათლეზე
შიშველს გავლა უნდა მოგიხდეს,
უნდა გულწრფელი იყო თავთან - ნამდვილად გინდა
მიწას გაექცე.
მდინარის გაღმა, დარჩენილა განბანვების ლიტურგიები,
ალბათ, ამიტომ, უზავდები უსურვილობას,
უკან მომსვლელთა რიგებში ჩადგე.
მცხუნვარედ მწველ თიხის ზედაპირს,
გაექცევი, გახვალ მდინარეს.
Comments
Post a Comment