აღმოსავლური ტკბილეული



ნისლჩამდგარ მზერით, აღმოსავლეთის გზაზე, 
პაპები,
მდინარის ჭალიდან,
ხელისმოჩრდილვით.
კავკასიონის მწვერვალები,
მსხლის ხეები ერთნაირად
გათეთრებულან - ტყუილ-მართალით,
წითელაგურიან კრამიტის
სახლების ჩუქურთმები მზის გულზე გამლღვალი
ასწლოვანი ტკბილეული -
სახლეულის პატარებით გარემოცული.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო