***



რადგან მე მოვკვდი
ჩემი მკვდრები დაბრუნდნენ სახლში,
ძველ სკივრებიდან
ჩრჩილნაჭამი ტანსაცმელი ცას გაუფინეს,
მერე მოირგეს.
ნასხვისარივით ეკიდათ ტანზე,
გამხდარიყვნენ წოლით მიწაში.
ხორცი მაინც ამოესხათ -
გასანთლული თითები რომ შემახეს თმაზე,
იმ ცარიელი ორმოებისკენ გავიწიე,
სადაც ერთმანეთს სხეულს პურივით
უწილადებდნენ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო