გამეორებები, რეპეტიცია - მინაწერი გიო კილაძე



Gio kilaze
ვისაც სურს გაიგოს როდის ვწერ სერიოზულად, წაიკითხოს ეს!!!
13:43
ისა, აბდულმესიით უნდა დავიწყო, მონა მესიისა, ქრისტესი... ესა.. აღმოსავლეტით და დასავლეთით... არ მახსოვდა... მაგრამ პირველი მოგვი რომ გამოჩნდა, სათაურს დავუბრუნდი "გამეორებები, რეპეტიცია" - ნეტა რა უნდა გაიმეორონ, სად დადგან? ინტრიგააა აქ უკვე... და სადაც ინტრიგაა, ინტერესი ჩნდება... ასე მემართება მე და აბა, თქვენი რა ვიცი?!
პირველი მონოლოგი ვრცელია, იცით რით იწყებს, ობოლთა თავშესაფარსი ბრმა მათხოვარმა რო მიიყვანა იქიდან. გუდასტვირს უკრავდა ის მათხოვარი და სულ კუდში დასდევდა თურმე პატარა ბუჭუნა: მუსიკა სულს შვებას ჰგვრიდა და ტკივილებსა და სიმშილს ავიწყებდა...
ბიჭს მუსიკა ტკივილს ავიწყებდა, აი, მე, კი, ერთი გუდასტვირიანი კაცი გამახსენდა... აი ის, განდევნილ თაგვებს, პატარა ბიჭუნებს გააყოლებს და მას მერე... კარგით, პიესას დავუბრუნდები, საინტერესო ჩანს და უნდა მივყვე....
ახლა გარეთ რომ გაიხედო, მზე ჩახჩახებს... ცხელა, არც კაცი გაიგდება გარეთ და არც ძაღლი, პიესაში კი წვიმს, თავსხმაა, ბედასლი ღამეა, პატარა ბიჭისთვის კი არა, ბრმა მათხოვრისთვის, რომელსაც, დარწმუნებული ვარ,, რკინის დაჟანგებული ჭიშკარს, სავარაუდოდ, მარცხენა ხელის ხუთივე თითით, ჩაბღაუჭებია... ბრმა მათხოვარის და პატარა ბიჭუნაც ახლა იმ ქარიშხალს ჰგვანან, თავსესაფარი რომ აქვთ და ვერც მიიღებენ, ხომ იცით, თავსესაფარში, როგორც წესი... დიდი ხანია აღარავის იღებენ.. ადგილ იარ აქვთ! ხმა უხეშია! კოკისპირულის ხმასაც ჩაახშობს!
- მხოლოდ მომისმინეთ... ეტყვის ბრმა, მოხეტიალე მუსიკოსი დარაჯს და გუდასტვირს ჩაბერავს...
ვუსმინოთ, თანაც ერთი გოგო უნდა გავიხსენო, აი ის, დიდ ხნის წინ, "თავსესაფრის გოგო" რომ ვუწოდე... ლაურა ჰქვია იმ გოგოს და სანაპიროზე თავსესაფარი "რეამინაციას" აპირებს, მაგრამ...
ბრამ მოხეტიალე კი ღრუბლებით კიდევ უფრო დამზიმებულ ღამეს საოცარ ჰანგს ფენს... რიხიანი ხმა დაკვრას აწყვეტინებს და ოი, საოცრება,,, დაუზეთავი კარი ღრიალით იღება!!!
საწვიმარის კაპიუშონიდან ამოზრდილი კუზი თვალებს მჭრის... და ისეთი შეგრძენბა მაქვს დილამდე, თვალს ვერც მე მოვხუჭავ!!!
აი, ცეცხლის ტაძარის გამოჩნდა. ეგა ერთადერთია თბილისსა შინა, ზოროასტრული ტაძარია, ათეშაგა ქვია მაგნაირებსა... თვალიც არ მომიკრავს,.. იქნებ მართლაც დამრეცზე დგას და კედლები შავი კვამლითაა შემუსრული... იქნებ მარლა აქ და მხოლოდ აქ ხდება ცეცხლის პირას ვარსკვლავების აღრიცხვა და დაინტქმება ყველა სიტყვა უკუღმართად ნათქვამი... არ ვიცი... ნათხრობს გავყვები და გავიგებ ალბათ... კი გავს ათეშაგი სცენის კედელზე ჩამოკიდებულ გატენილ თოფს... პიესის ბოლომდე ცეცხლს აუცილებლად , რომ გაისვრის...
თავშესაფრიდან პატარა (უკვე რაღა პატარა) ბიჭუნას სრულწლოვნების გამო დაითხოვენ... სექსუალური ორგიებიც უკან დარჩა, ისევე როგორც ბევრი კარგი და ბევრი ცუდი... ესაა... თავსესაფრები ერთმანეთს ჰგვანან... გინა პილატე პონტოელის დრო იყოს და გინდა... ცხონებული დიდი კრიტიკოსის მიერ ახალი რელიგიის დამფუძნებლების...
მეფეს კი... სპარსელთა დედოფალი მოეყვანა და არმაზის კერპს ახალშობილს, სავარაუდოდ, სერაფიტას ვაჟს, მსხვერპლად სწირავენ... მავანნი ... საკუთარ სინდისს სწირავენ მსხვერპლად უცოდველ ვაჟებსა და ქალიშვილებს... თავსესაფრებსი კი ადგილი მაინც არ არის... თავშესაფრებში არა მხოლოდ ჯეინ იარები იზრდებიან..
პონტოელი, სხვა რომაელ ჯარისკაცებთან ერთად დგას და თხოტის მთის მწვერვალს ასცქერის... სიგიჟის ელვა დაწრწის მის თვალებსი და ეჭვი არ მეპარება... გულშიც...
ჯარისკაც სიცილადაც არ ეყო ჯაგლაგი პატარა (რაღა პატარა!) ბიჭუნას (რომელიც არც გასკონელია და არც იმერელი...) ლაზმა რომ აჩუქა... ჯაგლაგები ერთმანეთს კი ჰგვანან, მაგრამ.. ზოგი მამის ნაჩუქარია და ზოგიც ბებერი მეთევზის... ზოგს - მუშკეტერობა სურს, ზოგსა კიდევ - ტფილისის შავბნელი ქუჩაბანდებისთვის ალღოს აღებას ჰყავს შეპყრობილი...
ღმერთმა ხელი მოუმართოს!
აქკი, უკვე გაზრდილ, ერთ დროს პატარა ბიჭუნა რომაელ მეომარს ემგზავრება და ეს რომაელი, იმ დროს რომის პროკურატურის ახალგამომცხვარი მუშაკია... შემდგომში პილატრ პონტოელად წოდებული... პილატეს თვალებში კი ტბის ფსკერი მოჩანს... არა რის ტბა რომელიც არ დაჭაობდეს... მაგრამ იმდენი წყალი კი დარჩება ხელი გადაიბანო!!!


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო