საბოლოო გახდა


M-სა
შენ თქვი რომ ბოლო ამბისა უფრო მეტად
და უფრო რე
ვიდრე, ვიდრე რა?!
რას ადარებენ ხოლმე ასეთ დროს
გრძნობას, რომელიც
დაუბადებელ ემბრიონივით გზაშია და
არავინ იცის საიდან მოდის.
ჩვენ სადღა ვართ მაშინ,
ჩვენ, რომლებიც, დიდი ხანია აღარა ვართ ამქვეყანაზე?!
ეს კითხვები, შენ ამოხსენი,
პრეამბუალად გარს შემომაკარ სარტყელივით
წელზე და როგორც ეკვატორზე
გადმომსერე - მე გელი,
გელი, როგორც, როგორც
სერზე მიდის სამი მგელი,
ჰორიზონტზე აფრიკის ველის
ბებერი ლომი ელოდება თავის მსხვერპლს
ანაც
ასე უბრალოდ,
როგორც გოგოს ბიჭი მეტროსთან.
ელის.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო