მზე გადავიდა შენს გამო

მზე ბუნიაობს. მზე შუბის ტარზე. მზე გადატყდა
თუ სხივები ხმება. დროს რიტუალის,
წამით თვალებში გიწვენ გათანგულს.
განდი დამშრალა, ცეცხლი ჩანაცრდა.
- მაგრამ ეს ახლა აღარც კი მახსოვს,
ჩემი ქმარი დღეს ცოცხალია.

ადრე კი, წინათ, ქვრივისთვის სარას
ვინ შეკერავდა თეთრსა, საამოს.
ეთერზეთებით ტანის განბანვა,
ველურ ყაყაჩოს დამათრობელი წვენი
უზომოდ. თრობაა ამო.
სუნთქვა დაფქვილი ჰაშიშით -
სუნი ჯერ კიდევ მახსოვს - სუნელია,
ვამატებდი ტკბილ თაფლის ღვეზელს,
სახლში რომ გყავდი.

ახლა კი, დართულ, უხანოდ წასულ
სიყვარულს სწამთ რომ დამავიწყებენ.
მაშინ, როდესაც მერქვა ინდი, შენ დაგიქვრივდი.
გურუ.
- რა საბრალოა - ამბობდა ჩემზე მოხუცი ქალი,
სხვა სოფლის მკვიდრი.
მე კი ნახევრად გაბანგული, გულში ჩვენს ბუდას,
ათასხელიანს, აღუვლენდი ჰიმნებს:
წყალობას ამგვარს ველოდით, შენგან,
უფალო.
მპოხავენ გრილი ნელსაცხებლებით,
მიშლიან თმას და ფეხს მიშიშვლებენ,
მოხოხავენ
ვერ დაგვიშლიან
ერთი გაკვრა
ერთად
აბრიალება
ყოფნას
ენები
ცეცხლის მილოკავენ ყავისფერ სხეულს,
გორგონასავით ვიკლაკნები უწმინდური ვიწვები, მაინც..
მხოლოდ შენ გხედავ. მათ რა იციან, ნაცრად მიწას აგეზილები.
ესეც შერწყმაა.ერთად ვწვებით. მათ არ იციან.

ეს იყო ადრე.
მზე გადავიდა, მზე გადავიდა, მზე გალღვა ზღვაში.
ხელის აქნევით აბეზარ ფიქრს მოვიშორებ, - კარს გაგიღებ.
ოღონდაც მოდი. ადრესატი დღეს უცვლელია.
-ნახე სარკეში, შუბლზე ხალივით მუქი ლაქა გაქვს.
- იმ დროს, როდესაც დამწვეს შენს გამო.

Comments

  1. იმ დროს როდესაც დამწვეს შენს გამო..
    ახლა ეს ემოცია ძალიან შორსაა, არც კი მახსოვს რატომ და რისთჳის.
    ერთია, ხშირად დეჟავუს ვიხმობდი, და უცხო გამვლელთ გამსგავსებდი.. მტვერობწაყრილო!!!!1

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო