ავთენტურია


ამინდი იცვლება,
მდინარეც მოდიდდა.
აცივდა.
რუკა აქვთ გაშლილი მოგზაურთ;
ვიშ, დედი, ვიშ, ქა.

- პასკა, პასკა ცხვი.

ქალაქი დაფარა ღრუბლების,
გაფანტულ ფარას ჰგავს.
ვიშ დედი, ვიშ ქა.
ცად.

- პასკა, პასკა ცხვი.

ბარაბა, ბარაბამ, ბარაბაას -
ბრბო ჭექს და..
ბიჭები სამჭედლოს ქურასთან
კაცებს ახალ ამბებს აცნობენ:
მამილოო, უცნობი ცისთვალას
ჭრილობთა ნაკვალევს გავყევით მალულად,
ბილიკებს. ნაპირებს. ტროტუარს
სისხლი ყვავილებად დაემჩნა.
მჭედლების, ლურსმნებს რომ სჭედავენ -
ხელები ჰაერში შეშდება.
ალი ლუ ია
- ცისთვალა, ცისთვალა, ცისთვალა,
საათი ექვსია.
დედაოო.
ვიშ დედი, ვიშ ქაა.
- უბრალოს
თვალი მოვკარით.
მითხარით

- პასკა, პასკა ცხვი.

შვილი დავკარგე ქალებო,
აქეთ არ ჩამოუვლია?!

გამო-ცხვა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო